პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარე, „შენების მოძრაობის“ დამფუძნებელი, დავით უსუფაშვილი ირაკლი ოქრუაშვილთან მოლაპარაკებებს უარყოფს, თუმცა, ადასტურებს, რომ სააკაშვილის ხელისუფლების შინაგან საქმეთა და თავდაცვის მინისტრის შეტყობინება მაშინდელ პრემიერ მინისტრს, ირაკლი ღარიბაშვილს და ასევე ბიძინა ივანიშვილს გადასცა, ხოლო ამის შემდეგ თუ როგორ განვითარდა მათ შორის ურთიერთობა, ამის შესახებ მან არაფერი იცის.
მიხეილ სააკაშვილის მთავრობის თავდაცვის და შინაგან საქმეთა მინისტრი, ყოფილი გენერალური პროკურორი, „გამარჯვებული საქართველოს“ დამფუძნებელი ირაკლი ოქრუაშვილი 2014 წელს მის მიერ მიცემული ჩვენების დეტალებს იხსენებს და აცხადებს, რომ არსებული სახით ჩვენება 2014 წლის ადგილობრივ არჩევნებზე მისი გორის მერობის კანდიდატურის მხარდაჭერის სანაცვლოდ მისცა.
ლევან იზორიას განცხადებით, ხელისუფლების პოლიტიკის მთავარი ნაწილია ის, რომ რეგიონში მაქსიმალურად შენარჩუნდეს მშვიდობა და უსაფრთხოება.
ნინოწმინდის და ახალქალაქის მაჟორიტარი დეპუტატი ენზელ მკოიანი ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის საბავშვო ბაღების გაერთიანების დირექტორის ნარინე გინოსიანის მიერ მის მიმართ გამოთქმულ ბრალდებებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.
„ქართული ოცნების“ ცენტრალური ოფისის მოქმედმა თანამშრომელმა გადაწყვიტა ამხილოს პარტია, რომელიც დღეს საქართველოს მართავს.
„საქართველოს ლეიბორისტული პარტიის“ თავმჯდომარე შალვა ნათელაშვილი ევროპას მკაცრად აკრიტიკებს და აცხადებს, რომ ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოს მიერ „რუსთავი 2“-ის საქმეზე მიღებული გადაწყვეტილება ბიძინა ივანიშვილის მიერ სტრასბურგში მოსამართლედ წარგზავნილი ლადო ჭანტურიას მიერ კოლეგებთან „ფულების ჩამოტარების“ შედეგია და „ევროპის სასამართლო ამ ფორმით, ამ სტრუქტურით და ამ შემადგენლობით, არის ევროპის სირცხვილი“.
„ჩვენ მოვუწოდებთ, რომ სასამართლო გადაწყვეტილება აღსრულდეს სამართლიანად, აპოლიტიკურად და, რომ უზრუნველყოფილ იქნას მედიაში მოსაზრებათა სიმრავლის შესაძლებლობა“ - ასე ეხმაურება ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო საქართველოში ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ „რუსთავი 2“-ის საქმეზე 18 ივლისის გადაწყვეტილების გარშემო შექმნილ ვითარებას.
საქართველო-ამერიკის სტრატეგიული პარტნიორობის მიმდინარე საკითხები, რეგიონში არსებული უსაფრთხოების გარემო, საქართველოს ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის პროცესი განიხილეს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალინმა და აშშ-ს სახელმწიფო მდივნის თანაშემწემ ევროპისა და ევრაზიის საკითხებში ფილ რიკერმა ვაშინგტონში გამართული შეხვედრის დროს.
რელიგიის თავისუფლების საკითხებზე მიძღვნილი მინისტერიალის ფარგლებში გამართულ შეხვედრაზე საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა და თეთრი სახლის ადმინისტრაციის უფროსმა მიკ მაილვეინმა კმაყოფილებით აღნიშნეს ამერიკის მოქმედ ადმინისტრაციასთან არსებული მაღალი დონის ურთიერთობა
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ მომზადდა „საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებათა მდგომარეობის შესახებ“ 2018 წლის შემაჯამებელი ანგარიში, რომელიც დიდწილად ეფუძნება საერთაშორისო ორგანიზაციების ფარგლებში მიღებულ დოკუმენტებს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.