პოლიტიკა

საქართველოს პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარე, „ქართული ოცნების“ პოლიტიკური მდივანი ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ 2012 წლამდე, „ნაციონალური მოძრაობა“ ახორციელებდა ავანტურისტულ პოლიტიკას, რომელმაც რუსეთის ფედერაციას საშუალება მისცა, ფუნდამენტურად გაეძლიერებინა პოზიციები საქართველოში და შესაბამისად, სამხრეთ კავკასიაში.

სრულად...

პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი თამარ ჩუგოშვილი აცხადებს, რომ სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი 2“-ის მხრიდან გიორგი გაბუნიას „ორი თვით შვებულებაში გაშვება ადეკვატური ზომა არ არის“.

სრულად...

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ეუთო-ში საქართველოს რეზოლუციის მიღებას გამოეხმაურა. ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეამ ყოველწლიური 28-ე სესიის ფარგლებში მიიღო ლუქსემბურგის დეკლარაცია, რომელშიც საქართველოს მიერ ინიცირებული 26 პუნქტიანი რეზოლუცია შევიდა. 

სრულად...

გიორგი გაბუნიას მონოლოგს მიხეილ სააკაშვილიც გამოეხმაურა. მისი თქმით უხერხული და უადგილოა ეკრანიდან რუსულ სტილში ასეთი განცხადებებით საუბარი. როგორც მან განმარტა წამყვანის განცხადების უხამსი ფონის მიუხედავად, მომხდარზე ხელისუფლების რეაქცია არაადეკვატური იყო.

 

სრულად...

რუსეთის დუმის საგარეო საკითხთა კომიტეტმა პარტიის „ედინაია რასიას“ ფრაქციის წინადადებას, რომელიც საქართველოდან ღვინისა და მინერალური წყლის იმპორტის შეზღუდვას და რუსეთსა და საქართველოს შორის ფულადი გზავნილების აკრძალვას ითვალისწინებს, მხარი დაუჭირა. ამის შესახებ ინფორმაციას "ინტერფაქსი" კომიტეტის თავმჯდომარის განცხადებაზე დაყრდნობით ავრცელებს.

სრულად...

„ამ უმსგავსო  საქციელის  გამო  კერძო  არხის  დახურვის  მოთხოვნის დაყენება სწორი არ არის"- თბილისის მერი კახა კალაძე "რუსთავი 2"-ის ჟურნალისტის, გიორგი გაბუნიას მიერ რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის მისამართით უცენზურო მიმართვასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

 

სრულად...

საქართველოს პრემიერ მინისტრმა მამუკა ბახტაძემ გადაცემა „პოსტ-სკრიპტუმის“ წამყვანის განცხადების შეფასებისას თქვა, რომ „ეს არის წლების განმავლობაში არსებული აგრესია ქართველი ხალხის მიმართ, რომელიც მოდის „ნაციონალური მოძრაობის“ და მისი ბელადის მხრიდან“.

სრულად...

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი ბრუსელის მუნდიალის სპირტიანი სასმელების კონკურსის დირექტორს (Spirits Selection By Concours Mondial de Bruxelles), ტიერი ჰენსს შეხვდა.

სრულად...

თბილისში, პარლამენტის შენობასთან მიმდინარე აქციის ორგანიზატორები განცხადებას ავრცელებენ და აცხადებენ, რომ დღეს პარლამენტის წინ წყდება ვის ეკუთვნის ეს ქვეყანა, „ჩვენ, თავისუფალ ადამიანებს, თუ რუსეთის მიერ მხარდაჭერილ ძალებს, რომლებსაც დღევანდელი ხელისუფლება მფარველობს“.

სრულად...

მე გავაგრძელებ ურთიერთობებს რუსეთთან და რუსეთის ხელისუფლებასთან იმისათვის, რომ ნაწილობრივ მაინც შერბილდეს ის პირდაპირი ღალატი, რასაც ახორციელებენ ვითომ პატრიოტები, – ამის შესახებ „ერთიანი საქართველო-დემოკრატიული მოძრაობის” ლიდერმა ნინო ბურჯანაძემ ჟურნალისტებთან განაცხადა.

სრულად...




მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი