გვაქვს ჩვენი რეგიონის მრავალპროფილურ ცენტრად ქცევის ამბიცია. ჩვენ უნდა გავხდეთ ბიზნესის კეთების, კაპიტალდაბანდებების, ფინანსებზე წვდომის, ინოვაციების, ტურიზმის, ვაჭრობისა და ლოგისტიკის ცენტრი, განაცხადა საქართველოს პრემიერ მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ ყაზახეთის დედაქალაქ ნურ-სულთანში ეკონომიკური ფორუმის გახსნაზე.
ლატვიის პრეზიდენტის სახელით საქართველოს პრეზიდენტის პატივსაცემად, რიგაში ოფიციალური ვახშამი გაიმართა, რომელსაც საქართველოს პრეზიდენტი, ოფიციალურ დელეგაციასთან ერთად დაესწრო.
ზუგდიდიში „ნაციონალური მოძრაობის" ლიდერებისა და წევრების მიერ საკრებულოს შენობაში შეჭრის ფაქტს მორიგ პროვოკაციად აფასებს ,,ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ ზუგდიდის საარჩევნო შტაბის უფროსი ირაკლი ჩიქოვანი. ჩიქოვანი მომხდარს ამაზრზენს და ზუგდიდელებისთვის შეურაცხმყოფელს უწოდებს.
როგორც ლატვიის პრემიერმა შეხვედრისას აღნიშნა, ლატვიასა და საქართველოს შორის პრობლემური საკითხები არ არსებობს, ორივე ქვეყანას ბევრი რთული პერიოდი აერთიანებს, მათ შორის საბჭოთა ოკუპაცია.
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ლატვიაში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, ლატვიის რესპუბლიკის საეიმას სპიკერს ინარა მურნიეცეს ოფიციალურ ლანჩზე შეხვდა.
ზუგდიდის საკრებულოს შენობაში დაძაბულობაა. გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლები საკრებულოს შენობაში შესვლას ცდილობდნენ, თუმცა მათ ამის საშუალებას პოლიცია არ აძლევდა.
ჩემთვის ძალიან დიდი ტრაგედიაა, რომ ჩვენი მასწავლებლების საშუალო ხელფასი საქართველოში არსებულ საშუალო სტატისტიკურ ხელფასზეც კი მცირეა და ეს სრულიად მიუღებელია, განუცხადა შესახებ საქართველოს პრემიერ მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ ჟურნალისტებს ყაზახეთში, პედაგოგების ხელფასებთან დაკავშირებული კითხვის საპასუხოდ.
გაერთიანებული ოპოზიციის წევრებმა და მხარდამჭერებმა ზუგდიდში #67-ე ზუგდიდის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის, მირანდა მესხის გადადგომის მოთხოვნით აქცია გამართეს.
საქართველოს და ლატვიის პრეზიდენტებმა პირისპირ და გაფართოებულ ფორმატში გამართული შეხვედრებისა შემდეგ, ქართველი და უხცოელი ჟურნალისტების შეკითხვებს უპასუხეს.
ლატვია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიაში კონტინგენტს გაზრდის - აღნიშნული გადაწყვეტილების შესახებ ინფორმაცია დღეს ლატვიის პრეზიდენტმა, რაიმონდს ვეიონისმა საქართველოს პრეზიდენტს შეხვედრისას მიაწოდა, რომელიც რიგაში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში გაიმართა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.