„ტაქსების იძულებით გადაღებვის პროგრამის“ შეწყვეტას ითხოვენ „ლეიბორსტები“, რომლებიც დღეს ტაქსის მძღოლების საპროტესტო აქციას შეუერთდნენ.
გაზეთ „ქრონიკა+“-ის მთავარი რედაქტორი ელისო კილაძე აცხადებს, რომ 2015 წელს ოფისში ეკა ბესელიას პირადი ცხოვრების ფირი მიუტანეს, და ისე გადასცა „ხუთი პირი გამოძიებას“, რომ არც ერთხელ მისი გვარი არ უხსენებია და ბესელიას გვარი გაასაჯაროვა მხოლოდ მას შემდეგ, როცა საპროცესო გარიგებაზე მისცა თანხმობა ფირის მომტან პირებს.
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე, თანხმლებ დელეგაციასთან ერთად, 27-30 მარტს, სერბეთის რესპუბლიკას ეწვევა.
თავდაცვის მინისტრმა განაცხადა, რომ თურმე ნატო-ს წვრთნებში ქართველ მეზღვაურებს გემების აბორდაჟზე აყვანას ასწავლიან. ვისი გემები აგყავთ აბორდაჟზე, რუსების? რუსებთან ომის თუ არ გეშინიათ, ამ ერთმა სააკაშვილმა რით შეგაშინათ? აცხადებს „დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერი ნინო ბურჯანაძე და დასძენს, რომ სააკაშვილი საქართველოში ჩამომსვლელი არ არის.
ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ ეკა ბესელიას შესახებ დაწერილი მესიჯი შეცდომით ეკა ბესელიასვე გაუგზავნა.
„პასუხისმგებლობა ამაზე აიღოს ივანიშვილმა, მან აიღოს პასუხისმგებლობა ამ ვირთხებს რომ უშვებს ასე და ამ ლაწირაკებს აბოგინებს ესე. მე მათ კი არ დაველაპარაკები, მას დაველაპარაკები ამის შემდეგ უკვე“, განაცხადა „TV პირველის“ ეთერში „ქართული ოცნების“ ყოფილმა წევრმა, დეპუტატმა ეკა ბესელიამ.
„ევროპული საქართველო" ია კერზაიას საქმეზე სამ მთავარ მოთხოვნას აყენებს. როგორც ცოტა ხნის წინ პარტიის წევრმა, სერგი კაპანაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, „ევროპული საქართველო" აღნიშნულ საქმეზე პარლამენტში მთავარი პროკურორის მისვლას, განათლების მინისტრის პოლიტიკური პასუხისმგებლობის საკითხის დაყენებასა და განათლების კომიტეტის ფარგლებში კერზაიას საქმეზე თემატური მოკლვევის ჯგუფის შექმნას ითხოვს.
„პარლამენტი არ იწვის, ეკა ბესელია არის ძალიან მძიმე ემოციურ ფონში და მას ფაქტია, ადამიანური დახმარება სჭირდება", ასე ეხმაურება იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილი ამავე კომიტეტის ყოფილი თავმჯდომარის, ეკა ბესელიას მიერ პარლამენტის თავმჯდომარესთან, ირაკლი კობახეძესთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებას.
საპარლამენტო უმრავლესობის ყოფილი წევრი ლევან გოგიჩაიშვილი ეკა ბესელიასთან დაკავშირებით ირაკლი კობახიძის მიერ გაკეთებულ განცხადებას აფასებს.
ძალიან გული მწყდება, რომ ეკა ბესელიამ გადაწყვიტა, ბიძინა ივანიშვილზე შეტევა გაიხადოს თავის მთავარ ნარატივად, რომ პოლიტიკური ცხოვრების ზედაპირზე თავისი პოზიციები გაიმაგროს, აცხადებს საპრალემენტო უმრავლესობის წევრი გიორგი ვოლსკი.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.