პოლიტიკა

საქართველოს აუცილებლად ექნება ღრმაწყლოვანი პორტი. ჩვენ სრულ მხარდაჭერას ვუცხადებთ ანაკლიის კონსორციუმს, რომ მათ შეძლონ თავიანთი საინვესტიციო ვალდებულების შესრულება, აღნიშნული განცხადება ჟურნალისტების შეკითხვის პასუხად პრემიერ მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ ნატო-ს გენერალურ მდივანთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე გააკეთა.

სრულად...

უპირველეს ყოვლისა, ნატო მოუწოდებს რუსეთს, გაიწვიოს მის მიერ „სამხრეთ ოსეთისა" და აფხაზეთის დამოუკიდებელ სახელმწიფოებად გამოცხადება და გაიყვანოს ჯარები ამ ტერიტორიებიდან, იმიტომ, რომ ეს ორივე რეგიონი არის საქართველოს ნაწილი, საერთაშორისოდ აღიარებულის საზღვრების ფარგლებში, აღნიშნული განცხადება საქართველოში ვიზიტად მყოფმა ნატოს გენერალურმა მდივანმა გააკეთა.

სრულად...

„ფულზე სულწაწყმედილ კახაძეზე უეთესი კადრი არ გეღირსოს ივანიშვილო, თუ სწორედ მაგ კრიტერიუმებით აკეთებ არჩევანს?! - წერს „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე „ლეიბორისტული პარტიის“ ანალიტიკური მდივანი ნინო მეტრეველი „ქართული ოცნების“ მიერ მთაწმინდის მაჟორიტარულ ოლქში ლადო კახაძის კანდიდატურის დასახელების შემდეგ.

სრულად...

ირაკლიკობახიძე: „ქართული ოცნების“მიერ დასახელებული ექვსივე კანდიდატი პროფესიონალია და საუკეთესოდ გაუძღვება იმ საქმიანობას, რაც დაკავშირებულია მუნიციპალიტეტის განვითარებასთან, ასე გამოეხმაურა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე დღეს, „ქართულიოცნების“ მიერ რეგიონებში დანიშნულ შუალედურ არჩევნებზე მერობის კანდიდატებისა და მთაწმინდის ოლქში მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის დასახელებას.

სრულად...

პრეზიდენტის სასახლეში გამართულ შეხვედრაზე საქართველოს პრეზიდენტმა ნატოს გენერალურ მდივანს მადლობა გადაუხადა საქართველოში სტუმრობისთვის და აღნიშნა, რომ ძალიან სასიხარულო და საპატიოა ის ფაქტი, რომ საქართველო ნატოსთან ერთად მასპინძლობს ნატოს წვრთნებს, რაც ძალიან სერიოზული გზავნილი და ნიშანია იმისა, თუ რა დონეზეა და როგორი ნდობით ხასიათდება ჩვენი ურთიერთობები.

სრულად...

„ჩემ ასაკში, როდესაც უკვე შვილიშვილების ბაბუა ხარ, ელოდები ასეთ დაძახებას - ბაბუ - რომ დაგიძახებენ და მთელი შენი მინავლებული ენერგია უცებ თავს მოიყრის, აცხადებს მთაწმინდის ოლქში „ქართული ოცნების" მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი, ცნობილი ექიმი ლადო კახაძე, რომელიც პარტიის პოლიტიკურმა მდივანმა, ირაკლი ღარიბაშვილმა დღეს წარადგინა.

სრულად...

„ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ, პარტიის პოლიტიკურმა მდივანმა, ირაკლი ღარიბაშვილმა მერის რიგგარეშე არჩევნებში „ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატი და მთაწმინდის ოლქში მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები წარადგინა.

სრულად...

საქართველოს ნატოში გაწევრიანების პროცესის მიმდინარეობა და ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე ქვეყნის მიერ მიღწეული პროგრესი განიხილეს საქართველოს პრემიერ მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ და ნატოს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა შეხვედრაზე, რომელიც დღეს მთავრობის ადმინისტრაციაში გაიმართა.

სრულად...

პოლიტიკური გაერთიანება „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ ცენტრალურ ოფისში პოლიტსაბჭოს სხდომა იწყება.

სრულად...

ნატო-ს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი საქართველოს ოფიციალურ ვიზიტად ეწვია.

სრულად...




მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი