„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარედ პარტიის რიგით მე-8 ყრილობაზე შეკრებილმა დელეგატებმა გრიგოლ ვაშაძე ელექტრონული კენჭისყრის გზით, ხმათა უმრავლესობით აირჩიეს.
„მესამე პრეზიდენტის ვითომ მოლოდინი და იმის ჩამოსვლის მოლოდინი უკვე უსაქმურობის გამამართლებელ საბუთად არავისგან არ მიიღება“, განაცხადა გრიგოლ ვაშაძემ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ყრილობაზე სიტყვით გამოსვლისას და დასძინა, რომ ვერასოდეს იფიქრებდა, რომ „ამ სახელოვანი პარტიის თავმჯდომარის კანდიდატის პოსტზე“ აღმოჩნდებოდა.
„ყოველი დღე, როდესაც ივანიშვილი აგრძელებს საქართველოს ძარცვას, გვაახლოებს საქართველოს განადგურებას და ქვეყნის აღსასრულს“, განაცხადა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ყრილობაზე პირდაპირი ჩართვისას საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა.
„დღეს ჩვენ ვიწყებთ მზადებას ჩვენი ქვეყნის გადამწყვეტი ეტაპისათვის. ვიწყებთ საყოველთაო მობილიზაციას და გაერთიანებას საქართველოს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ცვლილებების განსახორციელებლად“, განაცხადა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ყრილობაზე ნიკა მელიამ.
„ევროპულმა საქართველომ“ მარნეულის მერობის კანდიდატად ახმედ იმამყულიევი წარადგინა. დავით ბაქრაძემ მარნეულში განაცხადა, რომ მათი მიზანია „ყოველგვარი არეულობის გარეშე ხელისუფლების შეცვლა“.
საქართველოს ნატო-ს გენერალური მდივანი ეწვევა. იენს სტოლტენბერგი საქართველოში ხვალ, 24 მარტს ჩამოვა.
რეზოლუცია გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოს სხდომაზე საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ლაშა დარსალიამ წარადგინა.
„მე ვამბობ აბსოლუტურად ერთმნიშვნელოვნად: მე მამუკა ხაზარაძისთვის წერილი არ მიმიწერია და არ გამიგზავნია“, განაცხადა შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი გახარიამ გადაცემა „პირველებში“.
გამოძიების დასადგენი საკითხია ჩაიყვანეს თუ არა ლევან ყიფიანი სარდაფში და ეს გამოძიება შეიძლება გაგრძელდეს იმდენ ხანს, „რამდენი ფორმალური იურიდიული საფუძველიც ამ გამოძიების არსებობს“, განაცხადა შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი გახარიამ გადაცემა „პირველებში“.
„ჩვენთვის განსაკუთრებით საყურადღებოა ის კატეგორიები, სადაც იზრდება დანაშაულის სტატისტიკა. ბუნებრივია, ამას სჭირდება სათანადო მუშაობა და ცვლილებები“, განუცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ჟურნალისტებს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.