ანაკლიის პროექტი არის სერიოზული რისკის ქვეშ. როგორც ჩანს, ხელისუფლებას გადაწყვეტილი აქვს, რომ ანაკლიის პროექტი ჩაშალოს, აღნიშნული განცხადება „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრმა, რომან გოცირიძემ გააკეთა.
თქვენ თქვით, რომ როდესაც ჩემი ლიდერი თავს დაგესხმებათ, დაგიცავთო. ახლა ვითხოვ, რომ დამიცვათ მომავალში, როდესაც სააკაშვილი თავს დამესხმება გენდერული ნიშნით, ასე მიმართა იუსტიციის მინისტრმა, თეა წულუკიანმა „ერთიანი ნაციოანლური მოძრაობის" წევრს, თინა ბოკუჩავას.
„პატრიოტთა ალიანსის" წევრმა, ადა მარშანიამ იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი მწვავედ გააკრიტიკა და უთხრა, რომ მისი გუშინდელი საპარლამენტო გამოსვლა ფარისევლური იყო.
„ევროპული საქართველო" და „თავისუფალი დემოკრატები" ერთიანდებიან. როგორც ცოტა ხნის წინ გამართულ საგანგებო ბრიფინგზე პოლიტიკური პარტიების ლიდერებმა განაცხადეს, იქმნება საარჩევნო ბლოკი, რომელიც შუალედურ არჩევნებში, მთაწმინდის მაჟორიტარულ ოლქში დეპუტატობის საერთო კანდიდატად შალვა შავგულიძეს ასახელებს.
„გუშინ ქალბატონმა თეამ მასტერკლასი ჩაატარა. პოლიტიკურად გააფარჩაკა ოპოზიცია. ის იყო მოწოდების სიმაღლეზე", ასე აფასებს იუსტიციის მინისტრის საპარლამენტო გამოსვლას თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი სესიაშვილი.
ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ 2016 წლის 8 ოქტომბრის არჩევნების მაჟორიტარული საარჩევნო სისტემით №1 მთაწმინდის მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში საქართველოს პარლამენტის შუალედური არჩევნები დანიშნა.
„ნიშნის მოგებით არ ვამბობ, მაგრამ როდესაც „ისკანდერი“ გადაეცით პარტნიორ ქვეყანას, მიღება-ჩაბარების აქტი რატომ არ გააფორმეთ, რომელიც მე მერე წამალივით გამომადგებოდა რუსეთთან დავაში“, უთხრა იუსტიციის მინისტრმა ყოფილი ხელისუფლების წარმომადგენლებს პარლამენტში.
ფრაქცია „ქართული ოცნება - მწვანეების" თავმჯდომარე პარლამენტის პლენარულ სესიაზე, სადაც იუსტიციის მინისტრის ანგარიშს მოუსმინეს, აგვისტოს ომის გამოძიების საკითხზე პოლიტიკური ოპონენტების მიერ გაკეთებულ განცხადებებს გამოეხმაურა.
ქ-ნო თეა, მე მაინტერესებს, როდესაც თქვენ დრო იშოვეთ და ჩათვალეთ, რომ ივანიშვილი არ იყო სახარბიელო მდგომარეობაში უმრავლესობაში მიმდინარე რყევების გამო და დაიწყეთ პრემიერ მინისტრის შანტაჟი, რატომ არ ჩათვალეთ საჭიროდ, რომ საზოგადოება ჩაგეყენებინათ საქმის კურსში და მიგეწოდებინათ ინფორმაცია, რატომ იმუქრებოდით დემარშით, რა იყო ამის მიზეზი, ამ შეკითხვით მიმართა „ევროპული საქართველოს" წევრმა, ირმა ნადირაშვილმა იუსტიციის მინისტრს პარლამენტის პლენარულ სესიაზე.
ფრაქცია „ქართული ოცნება - რეგიონების განვითარებისთვის“ განცხადება სასამართლო სისტემაში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს, რომელშიც აღნიშნულია, რომ მოსამართლეების უვადოდ დანიშვნა „გავლენებისაგან რეალურად თავისუფალ სასამართლო სისტემას და მოსამართლეთა დამოუკიდებელ კორპუსს“ მოგვცემს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.