საქართველოს ყოფილი პირველი ლედი სანდრა რულოვსი ზუგდიდის მერის რიგგარეშე არჩევნებში მიიღებს მონაწილეობას. რულოვსი არჩევნებზე კენჭს „გაერთიანებული ოპოზიციის" სახელით იყრის.
„თქვენი მიზანია პოლიტიკური განცხადებების კეთება, სადაც ყოველ მე-5, მე-6 წინადადებაში აუცილებლად უნდა ახსენოთ ბიძინა ივანიშვილი. ეს თუ გამოგრჩათ, მერე თქვენი ლიდერი შეიძლება გაგიჟდეს და თქვენ ამას ვეღარ გადაიტანთ“ - მიმართა „ნაციონალურ მოძრაობას“ პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ.
„დღეს რომ თქვენ აქ გამოხვიდეთ ბატონო მინისტრო [გიორგი გახარია] და 5 გვამი მჭირდებაო და 12 გვამი რომ შემოიტანონ და სხვა სისტემა რომ იყოს, მაშინ ყველა გაიტრუნებოდა ამ დარბაზში“, განაცხადა „პატრიოტთა ალიანსის ერთ-ერთმა ლიდერმა, პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, ირმა ინაშვილმა „ნაციონალური მოძრაობის“ მიმართ კრიტიკული გამოსვლისას და ქვეყანასი გაზრდილ კრიმინალზე კომენტირებისას.
„თქვენ ამბობთ, რომ კრიმინალური მენტალიტეტის ბრალია ქვეყანაში დანაშაულის ზრდა და ვინ შექმნა ეს კრიმინალური მენტალიტეტი მაინტერესებს, თქვენმა არაფორმალურმა მმართველმა ხომ არა, ბიძინა ივანიშვილმა, რომელიც ქურდივით იბარებს ბიზნესმენებს საქმის გასარჩევად და ანაწილებს, ალაგებს საქმეებს ბიზნესმენებს შორის ქურდული წესებით“, მიმართა „ერთიანი ნაცონალური მოძრაობის“ დეპუტატმა სალომე სამადაშვილმა პრემიერ მინისტრ მამუკა ბახტაძეს პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას.
„ბ-ნო მამუკა, თქვენ ახლა სარკაზმულად მოიხსენიეთ ფრაზა - „ყველანი ციხეში". დამნაშავე, რომელიც ღირსია, უნდა იყოს ციხეში, მაგრამ თქვენ გაატარეთ სხვა პრინციპი - „ყველანი ციხიდან" და პოლიტიკური, საარჩევნო მოსაზრებით, თქვენ ათასობით ადამიანი გამოუშვით ციხიდან, რომელთა დიდი ნაწილი დღეს აწიოკებს ევროპას და მეორე ნაწილი ძარცვავს და აყაჩაღებს საქართველოს, ასე მიმართა „ერთიანი ნაციოანლური მოძრაობის" წევრმა, რომან გოცირიძემ პრემიერ მინისტრ მამუკა ბახტაძეს პარლამენტში.
„გვამებს მალავდით. ასეთი რამ საქართველოში არ განმეორდება... ძალიან ბევრი საკითხი გვაქვს, რომელზეც ვერასდროს ვერ შევთანხმდებით“, უთხრა პარლამენტში ინტერპელაციის რეჟიმში სიტყვით გამოსვლისას საქართველოს პრემიერ მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ „ნაციონალური მოძრაობის“ და სხვა ოპოზიციური ძალების წარმომადგენლებს, რომლებიც აცხადებენ, რომ „ქვეყანაში კატასტროფული კრიმინალური მდგომარეობაა“.
საერთაშორისო სავაჭრო პალატის ეროვნული კომიტეტის თავმჯდომარე ფადი ასლი საქართველოს პრემიერ მინისტრს, მამუკა ბახტაძეს ღია წერილით მიმართავს.
„სამართლიანობა, მართლმსაჯულების ბედი არის ის საკითხი, რომლითაც შეიძლება წარმოიქმნას რეალური წყალგამყოფი. როდესაც ჩნდება რეალური წყალგამყოფი, მე ვრჩები წყლის იმ მხარეს, რომელთანაც ღირსების დაცვა, თავისუფლების დაცვა და სამართლიანობის დაცვაა დაკავშირებული", აცხადებს თბილისის საკრებულოს უმრავლესობის წევრი ვახტანგ შაქარიშვილი.
გაქვთ რუსეთთან ურთიერთობის უკეთესი რეცეპტი? - დადეთ მაგიდაზე რეცეპტი, ასე მიმართა იუსტიციის მინისტრმა, თეა წულუკიანმა „ევროპული საქართველოს" წევრს, გიგა ბოკერიას პარლამენტის სხდომაზე.
პოლიტიკური გაერთიანება „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ პოლიტიკური მდივანი ირაკლი ღარიბაშვილი საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან შეხვედრებს განაგრძობს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.