საპარლამენტო უმრავლესობის ყოფილ წევრს, დამოუკიდებელ დეპუტატ ეკა ბესელიას მოსამართლე და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი სერგო მეთოფიშვილი ორმაგი სტანდარტებით მოქმედებაში სდებს ბრალს. მეთოფიშვილის განცხადებით, ბესელიამ, რომელსაც „ქართულ ოცნებაში" „პრობლემები შეექმნა", მოსამართლეების თემა „ამოიდო იღლიაში და დაიწყო ლანძღვა-გინება".
მამუკა ხაზარაძეს არც თავმოყვარეობა აქვს და არც ჭკუა, ამიტომ ძალიანაც ნუ შეიცოდებთ, როდესაც ბოლომდე შეახრამუნებს ზვიგენთა მფლობელი. და თუ არ შეახრამუნებს, ისინი ყოველთვის გარიგდებიან, ქართველი ხალხის ხარჯზე, წერს საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში.
„2020 წლამდე არა, ვადამდელი არჩევნებია საჭირო, ბატონი ივანიშვილი უნდა წავიდეს. უნდა მოვიდეს კოალიციური მთავრობა. ჩვენ დავიწყებთ კონსულტაციებს გაერთიანებულ ოპოზიციასთან“, განაცხადა თაკო ჩარკვიანმა თავისი ახალი პარტიის „კანონი და სამართალის“ პრეზენტაციაზე.
„თიბისი ბანკის“ დამფუძნებელს, მამუკა ხაზარაძეს შინაგან საქმეთა მინისტრის, გიორგი გახარიას მუქარის შემცველი წერილი, ასევე „თიბისი ბანკის“ დამფუძნებელმა ბადრი ჯაფარიძემ გადასცა, იტყობინება ამ წუთებში სამაუწყებლო კომპანია“ რუსთავი 2“.
საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი აცხადებს, რომ „ქართული ოცნების“ წარმომადგენელი „კოკა ყანდიაშვილი არის ყველაზე დიდი ნაძირალა, რომელიც ოდესმე შემხვედრია ცხოვრებაში“.
რა სიმპათიები და თანადგომა შეიძლება გამოვუხატოთ კალაძეს, იმ კალაძეს, რომელმაც გაზით დახოცა - ჰიტლერი ოსვენციმში ხოცავდა გაზით ხალხს, ამან დედაქალაქში მოაწყო ოსვენციმი, აღნიშნული განცხადება „ლეიბორისტული პარტიის" ლიდერმა გააკეთა.
„ლეიბორისტული პარტიის" ლიდერი ქართველ ბიზნესმენებს აკრიტიკებს. შალვა ნათელაშვილი აცხადებს, რომ მსხვილ ბიზნესზე „დიდი მტერი საქართველოს არ ჰყოლია, არც ჰყავს და არც ეყოლება". „ლეიბორისტული პარტიის" ლიდერს მიაჩნია, რომ ბიზნესმენებს დარჩათ გადარჩენის ერთადერთი გზა, რომელიც ნათელაშვილის მოსაზრებით, გადარჩენის ფონდის შექმნასა და „წაღებული ფულის უკან დაბრუნებაში" მდგომარეობს.
„ევროპული საქართველოს" წევრი ოთარ კახიძე გაზრდილ კრიმინალზე საუბრობს. როგორც ცოტა ხნის წინ გამართულ ბრიფინგზე კახიძემ განაცხადა, „უაღრესად საგანგაშო ვითარების" გამოსასწორებლად, ახალი სისხლის სამართლის პოლიტიკის განსაზღვრაა აუცილებელი.
ჟურნალისტი ინგა გრიგოლია აცხადებს, რომ მას შემდეგ, რაც „ქართულ ოცნებაში“ პოლიტიკური მდივნის თანამდებობაზე ირაკლი ღარიბაშვილი დაინიშნა, პარტიაში კახა კალაძის დაღმასვლის პერიოდი იწყება.
საპარლამენტო უმრავლესობის ყოფილი წევრი, დამოუკიდებელი დეპუტატი ეკა ბესელია აცხადებს, რომ თეა წულუკიანის იუსტიციის მინისტრის პოსტიდან შესაძლო წასვლასთან დაკავშირებით ინფორმაციას არ ფლობს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.