„გამოქვეყნებული წერილი ადასტურებს, რომ სახეზეა ივანიშვილის რეჟიმის დანაშაულებრივი ქმედებები. ჩვენი ინფორმაციით არსებობს კიდევ დამატებითი მტკიცებულებები ხელისუფლების მიერ განხორციელებული ძალადობრივი ქმედებების შესახებ თიბის ჯგუფის საქმეში“, განაცხადა გაერთიანებული ოპოზიციის, „ძალა ერთობაშია“-ს სახელით „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თბილისის ორგანიზაციის თავმჯდომარემ, ზაალ უდუმაშვილმა საგანგებო ბრიფინგზე.
„ბიძინა ივანიშვილი აუცილებლად დამარცხდება, რადგან ის თავის თავს ებრძვის. როდესაც ადამიანი თავის თავს ებრძვის და თავის საწინააღმდეგო ნაბიჯებს დგამს, ამას მილიარდები არ შველის“, განაცხადა პრესკონფერენციაზე „დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერმა, ნინო ბურჯანაძემ.
ანატოლი ბიბილოვი ახერხებს, რომ შეხვდეს რუსეთის პრეზიდენტს და ესაუბროს იმ პრობლემებზე, რომელიც აწუხებს იმ ხალხს, რომელსაც ის წარმოადგენს. ჩვენი ხელისუფლება ამას ვერ ახერხებს“, ასე შეაფასა „დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერმა, ნინო ბურჯანაძემ პრესკონფერენციაზე რუსეთის პრეზიდენტთან ვლადიმერ პუტინთან ე.წ. სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო პრეზიდენტის ანატოლი ბიბილოვის შეხვედრა.
საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი არჩილ თალაკვაძე თიბისი ბანკის გარშემო განვთარებულ პროცესებთან დაკავშირებით განცხადებას აკეთებს. თალაკვაძემ აღნიშნულ საკითხზე სასაუბროდ ცოტა ხნის წინ პარტიის ცენტრალურ ოფისში საგანგებო ბრიფინგი გამართა.
იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი თიბისი ბანკის გარშემო განვითარებულ მოვლენებსა და პროკურატურის მიერ იმ წერილის გასაჯაროვებას ეხმაურება, რომელიც მამუკა ხაზარაძის განცხადებით, შინაგან საქმეთა მინისტრისგან მიიღო. წულუკიანისთვის ღიმილისმომგვრელია ხაზარაძის განცხადება წერილზე, რომელიც მინისტრის თქმითვე, ირკვევა, რომ რეალურად არ მიუღია.
„ნაციონალურ მოძრაობაში" პროკურატურის მიერ გასაჯაროვებულ წერილს აფასებენ. მუქარის წერილი, რომელიც თიბისი ბანკის დამფუძნებლის, მამუკა ხაზარაძის მტკიცებით, შინაგან საქმეთა მინისტრისგან, გიორგი გახარიასგან მიიღო, ოპოზიციის აზრით, ადასტურებს იმას, თუ რა მეთოდებით მუშაობს ხელისუფლება.
საქართველოს პრეზიდენტის განცხადებით, შეწყალების კომისია იუსტიციის სამინისტროში გადადის. სალომე ზურაბიშვილმა აღნიშნულთან დაკავშირებით პარლამენტში ყოველწლიური მოხსენების დროს ისაუბრა.
„გაგიგონიათ მსოფლიოში პარლამენტი იმ ქვეყნისა, რომელსაც ასეთი უმძიმესი ტერიტორიული პრობლემა აქვს, ორი რეგიონი ოკუპირებული აქვს და არც ერთ თავის პლენარულ სხდომას არ მიუძღვნის ამ საკითხზე სადებატოდ?!“, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის წევრმა „პატრიოტთა ალიანსიდან“ ადა მარშანიამ ქვეყნის უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოში სიტყვით გამოსვლისას.
„ანაკლიის პორტი არის ამ ქვეყნის მომავალი - უსაფრთოხების და ეკონომიკის კონტექსტში და არავის არ გამოუვა, არც ერთ შემთხვევაში, რომ შეთქმულების თეორიებით, სკანდალებით და ჭორაობებით, ვალდებულებს, რომელიც აღებულია წლების წინ, თავი აარიდოს“, განაცხადა შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი გახარიამ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.