პოლიტიკა

მთავრობის სხდომაზე მისულმა თეა წულუკიანმა განაცხადა, რომ დისკუსიების შემდეგ „თემა ამოწურულია“ და იგი იუსტიციის მინისტრის პოსტზე საქმიანობას განაგრძობს.

სრულად...

„პოლიტიკური ინტერესი არსებობს, მან აღიარა, რომ კანონპროექტი, რომელიც წარდგენილი ჰქონდა მანამდე, ეწინააღმდეგებოდა კონსტიტუციას. ეს აღიარება არის ცალსახა და თვალსაჩინო“,- ასე გამოეხმაურა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე უმრავლესობის ყოფილი წევრის, ეკა ბესელიას ინიციატივას, მოსამართლეთა უვადოდ არჩევის საკითხზე, ახალი კონსტიტუციური ცვლილებების მომზადების შესახებ. 

სრულად...

„ყველაფერი იქნება გამოძიებული, მათ შორის მთავარი საქმე. ის ძირითადი საქმე, რომელზეც არის საუბარი. ნებისმიერი თანმდევი პროცესი, რომელიც უკავშირდებოდა ამ საქმეს, ყველაფერი იქნება გამოძიებული. ჩვენთვის მთავარია, რომ არ გადავიტანოთ ეს ყველაფერი პოლიტიკურ ჭრილში”, განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ „თიბისი ბანკის“ საქმესთან დაკავშირებით.

სრულად...

„მე ვფიქრობ, რომ იმ შიდა სამზარეულოს გარეთ გამოტანა, რომელიც გუშინ იყო ჩემი მხრიდან კომენტარის საგანი, არ არის საჭირო. ეს არ ეხება არც შეწყალების საკითხს, არც სასჯელაღსრულების იუსტიციასთან გაერთიანების საკითხს. ეს არის თემა, რომელზეც ჩვენ ვმსჯელობთ“, განაცხადა იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა ჟურნალისტებთან საუბრისას.

სრულად...

იუსტიციის მინისტრის პოსტიდან შესაძლო წასვლის შესახებ თეა წულუკიანის განცხადებას „ქართული ოცნების" გენერალური მდივანი, თბილისის მერი კახა კალაძე ეხმაურება.

სრულად...

„დემოკრატიული მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი გუბაზ სანიკიძე „ქართული ოცნების“ თავმჯდომარეს ბიძინა ივანიშვილს მოუწოდებს, რომ თუ სურს ისტორიაში შევიდეს, როგორც პოზიტიური ადამიანი, მან 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები „წესიერად და გაუყალბებლად“, პროპორციული სისტემით უნდა ჩაატაროს.

სრულად...

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე იუსტიციის მინისტრის პოსტიდან შესაძლო წასვლის შესახებ თეა წულუკიანის განცხადებას ეხმაურება.

სრულად...

ჩემთვის პირადად ძალიან მნიშვნელოვანია ის პროცესი, რამაც გამოიწვია შიდა უკმაყოფილება და უთანხმოება, ასე ეხმაურება საპარლამენტო უმრავლესობის ყოფილი წევრი, დამოუკიდებელი დეპუტატი ეკა ბესელია იუსტიციის მინისტრის განცხადებას, რომ პოსტიდან წავა, თუკი „4-5 დღის წინ გაჩენილი საკითხი“ მისი შეხედულების მიხედვით არ გადაწყდება.

სრულად...

ივანიშვილს თუ მობეზრდა მისი მინისტრობა, გადააყენებს, აღნიშნულ განცხადებას „ევროპული საქართველოს" წევრი ოთარ კახიძე თეა წულუკიანის იუსტიციის მინისტრის პოსტიდან შესაძლო გადადგომასთან დაკავშირებით აკეთებს.

სრულად...

პოლიტიკოსმა ვალერი გელბახიანმა განაცხადა, რომ მიხეილ სააკაშვილის მმართველობის 5-6 წელიწადში „უდიდესი ნახტომი“ მოხდა, რამაც ქვეყანა „უდიდეს წარმატებამდე“ მიიყვანა. როგორც მან ტელეკომპანია „კავკასიას“ ეთერში განაცხადა, 2005-დან 2012 წლამდე პერიოდი იყო „ეპოქა, ნახტომი ქართული პოლიტიკური და სახელმწიფო ცხოვრებისთვის“.

სრულად...




მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი