„თუ ჩვენ ჩინჩალაძეს და ამ მოსამართლეებს დავნიშნავთ, ჩვენ ქართველი ხალხის წინაშე არათუ მართლები არ ვიქნებით, არამედ ეს იქნება აშკარა მოტყუება მეორე ტურის განწყობების გათვალისწინებით", აცხადებს საპარლამენტო უმრავლესობის წევრი გედევან ფოფხაძე.
პარლამენტის ფრაქცია „ქართული ოცნება სოციალ-დემოკრატების“ თავმჯდომარე ბექა ნაცვლიშვილი იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის თანამდებობაზე ანრი ოხანაშვილის კანდიდატურის განხილვას გამოეხმაურა.
საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ანრი ოხანაშვილი იურიდიულ საკითხთა კომიტეტის გარშემო ბოლო პერიოდში განვთარებულ მოვლენებს ეხმაურება და აცხადებს, რომ „ქართული ოცნებაში" კრიზისი არ არსებობს, აზრთა სხვადასხვაობა კი, როგორც ოხანაშვილი ამბობს, გუნდში პირველი შემთხვევა არ არის.
„იურიდიულ საკითხთა კომიტეტიდან გედევან ფოფხაძის გაწვევის გადაწყვეტილებას ჰქონდა ორი მიზეზი. ერთი იყო რეგლამენტის უხეში დარღვევა და ყველა კვალიფიციური იურისტი თანხმდება იმაზე, რომ რეგლამენტის უხეში დარღვევით იქნა არჩეული იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის პოსტზე ბატონი გედევან ფოფხაძე და მეორე პრობლემა იყო გუნდურობა - ეს იყო გუნდში განსახილველი საკითხი“, განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ პარლამენტის ბიუროს სხდომაზე.
ფრაქცია „ქართულმა ოცნებამ“ იურიდიულ კომიტეტში ვაკანტურ თანამდებობებზე მამუკა მდინარაძე და გოგა გულორდავა წარადგინა. ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, გურამ მაჭარაშვილმა პარლამენტის ბიუროს სხდომის შემდეგ განაცხადა.
„ევროპული საქართველოს" წევრის, ოთარ კახიძის აზრით, „ქართულ ოცნებაში" ერთმანეთს არა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების სიის, არამედ ძალაუფლების გადანაწილების გამო დაუპირისპირდნენ.
საპარლამენტო ოპოზიციაში იურიდიულ საკითხთა კომიტეტიდან გედევან ფოფოხაძის გაწვევას ეხმაურებიან.
საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ეკა ბესელია იურიდიულ საკითხთა კომიტეტიდან გედევან ფოფოხაძის გაწვევას ეხმაურება. ბესელია მიიჩნევს, რომ ფოფხაძის კომიტეტიდან გაწვევა სადამსჯელო გადაწყვეტილებას ჰგავს.
არ მინდა, ვიფიქრო, რომ პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ შეგნებულად დანიშნა ფრაქციის სხდომა მაშინ, როცა მე არ ვიყავი საქართველოში, აცხადებს საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, იურიდიულ საკითხთა კომიტეტის ყოფილი თავმჯდომარე ეკა ბესელია.
საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნების" თავმჯდომარე მამუკა მდინარაძე აცხადებს, რომ იურიდიულ საკითხთა კომიტეტიდან გედევან ფოფხაძის გამოწვევის პოლიტიკური გადაწყვეტილება ფრაქციის უმრავლესობამ მიიღო.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.