პარლამენტის იურიდიული კომიტეტის სხდომაზე „ქართული ოცნების“ წევრებს, სოფო კილაძესა და ეკა ბესელიას შორის კამათს ჰქონდა ადგილი, რაც სოფო კილაძის მიერ კომიტეტის სხდომაზე სიტყვით გამოსვლის მოთხოვნას მოჰყვა. ბესელიამ კილაძეს დამშვიდებისაკენ მოუწოდა.
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრი, დეპუტატი სალომე სამადაშვილი იურიდიული კომიტეტის თავმჯოდმარის პოსტიდან ეკა ბესელიას გადადგომას ეხმაურება და ამბობს, რომ ბესელიამ „მურუსიძის და ჩინჩალაძის არსებობა, ბიძინას შავ სიაში როდესაც აღმოჩნდა, მას შემდეგ შეიტყო“.
„ეს არის ქალბატონი ეკას პირადი პოზიცია და მან გააკეთა განმარტება“, განაცხადა რამდენიმე წუთის წინ პრემიერ მინისტრმა მამუკა ბახტაძემ ბრიფინგზე, რითაც გამოეხმაურა ეკა ბესელიას გადაწყვეტილებას დატოვოს იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარის პოსტი.
ეკა ბესელიამ განაცხადა, რომ მიიღო გადაწყვეტილება დატოვოს იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარის პოსტი. მან თქვა, რომ თანამდებობიდან წავიდა მისი მოადგილე ვანო ზარდიაშვილიც.
პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის ეკა ბესელიას და მისი პირველი მოადგილის ვანო ზარდიაშვილის პოსტებიდან შესაძლო წასვლას არც უარყოფს და არც ადასტურებს ამავე კომიტეტის წევრი ლევან გოგიჩაიშვილი და ამ ეტაპზე მხოლოდ იმას ამბობს, რომ აღნიშნულ საკითხზე საუბარი მას შემდეგ შეიძლება, თუ საკადრო ცვლილებები განხორციელდება.
საქართველოს პარლამენტის რიგგარეშე პლენარულ სხდომაზე, დეპუტატებმა მეორე მოსმენით მხარი არ დაუჭირეს ფრაქცია „ქართული ოცნება-ძლიერი საქართველოსთვის“ საკანონმდებლო ინიციატივას „სივრცითი მოწყობისა და ქალაქმშენებლობის საფუძვლების შესახებ“.
საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ეკა ბესელიამ და მისმა პირველმა მოადგილემ, ვანო ზარდიაშვილმა შესაძლოა თანამდებობები დატოვონ. ინფორმაციას ამის შესახებ „საზოგადოებრივი მაუწყებელი“ ავრცელებს.
საქართველოს პარლამენტი მიმდინარე სესიაზე არ მიიღებს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების გამწესების გადაწყვეტილებას, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ და დასძინა, რომ ამ საკითხს პარლამენტი საგაზაფხულო სესიაზე დაუბრუნდება.
„მე მოვუწოდებ მთელ საქართველოს, მეგობრებო, ყველამ, განურჩევლად სქესის, ეროვნული კუთვნილების, პოლიტიკური ორიენტაციის, გადავიცვათ ყველამ წითელი ჟილეტები და შევუტიოთ ოლიგარქიულ სასახლეს და ისეთი ქარიშხალი მოვუწყოთ, რომელიც სიზმარშიც კი შეუძლებელია რომ წარმოიდგინონ“, განაცხადა შალვა ნათელაშვილმა სემეკთან.
საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი „ფეისბუქზე“ გავრცელებულ ვიდეოში აცხადებს, რომ მას პატრიოტმა ქართველებმა მიმართეს და შექმნეს მოძრაობა „ერთად სახლში“, რომლის მიზანიც, საქართველოდან „გაჭირვებისა და უპერსპექტივობის“ გამო უცხოეთში წასული ემიგრანტების მიერ „სამშობლოს დაიბრუნებაა“.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.