პოლიტიკა

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ანრი ოხანაშვილი აცხადებს, რომ ეკა ბესელიას პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პოსტიდან წასვლის მიზეზი მოსამართლეების საკითხი არ არის.

სრულად...

ეკა ბესელიას განცხადებას, პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პოსტიდან გადადგომის გადაწყვეტილების შესახებ, საპარლამენტო უმცირესობა უმრავლესობის შიგნით არსებულ დაპირისპირებას უკავშირებს.

სრულად...

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ნუკრი ქანთარია აცხადებს, რომ ყველა ცვლილებების მოლოდინშია და „დიდ ტრაგედიად“ არ აღიქვამს იმას, თუკი ამ ფონზე „ქართულ ოცნებას“ პარლამენტში საკონსტიტუციო უმრავლესობა დაეშლება.

სრულად...

ფრაქცია „ქართული ოცნება - ძლიერი საქართველოსთვის“ მდივანმა ლევან გოგიჩაიშვილმა პარლამენტის თავმჯოდმარის, ირაკლი კობახიძის განცხადებას ეკა ბესელიას თანამდებობიდან გადადგომასთან დაკავშირებით, - „გაუგებარია, რატომ დაუკავშირა ეკა ბესელიამ გადადგომა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების საკითხს“ - რებუსებით საუბარი უწოდა.

სრულად...

პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე სოფიო კილაძე ეხმაურება ეკა ბესელიას გადაწყვეტილებას, გადადგეს იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარის პოსტიდან  და აცხადებს, რომ სიტუაციის ისე წარმოჩენა, თითქოს ბესელიამ თანამდებობა მოსამართლეების საკითხის გამო დატოვა, აღმაშფოთებელია.

სრულად...

„ეს არის გუნდის მიერ გადასაწყვეტი, აქედან გამომდინარე, ჩემი მხრიდან ერთპიროვნული განცხადების გაკეთება არ იქნება სწორი“, ასე უპასუხა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შეკითხვას, ვინ მოიაზრება იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის თანამდებობაზე და შესაძლოა თუ არა აღნიშნული პოსტი ანრი ოხანაშვილმა დაიკავოს. 

სრულად...

„ეკა ბესელიას გადადგომას ჰქონდა კონკრეტული მიზეზები. მიზეზი არ იყო ის, რაც მე ვთქვი. რა იყო მიზეზები, ეს არის დიდწილად, რა თქმა უნდა, ჩვენი შიდა სამზარეულო, თუმცა, რა თქმა უნდა, ამ შიდა სამზარეულოს ჩვენ ნაწილობრივ გარეთაც გამოვიტანთ“, უთხრა ჟურნალისტებს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ.

სრულად...

„იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ დააფიქსირა, თავდაპირველად, საკუთარი პოზიცია, რომ შესაძლებლად მიაჩნდა ამ პროცედურის გადატანა, მიუხედავად იმისა, რომ იყო ობიექტური პრობლემა უზენაეს სასამართლოში და ასევე, გაკეთდა ჩემი მხრიდან განცხადება იმის თაობაზე, რომ წელს აღარ ვიღებდით გადაწყვეტილებას, თუ ვინ ყოფილიყო უზენაესი სასამართლოს მოსამართლე. შესაბამისად, ჩემთვის ცოტა გაუგებარია ამ შემთხვევაში ქალბატონი ეკა ბესელიას განცხადების შინაარსი, რატომ დაუკავშირა მან თავისი გადადგომა ამ ყველაფერს“, უთხრა ჟურნალისტებს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ.

სრულად...

„გუნდი არის ძლიერი, მას ჰყავს ძლიერი მენეჯმენტი და შესაბამისად, უზრუნველყოფილი იქნება ის, რომ ჩვენ ასეთივე რეჟიმში გავაგრძელებთ მუშაობას 2018 წლის ბოლომდე და ასეთივე რეჟიმში მოვემზადებით 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის“, უთხრა ჟურნალისტებს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ.

სრულად...

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პოსტიდან წასულმა ეკა ბესელიამ საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის ხელმძღვანელის, სოფიო კილაძის მიერ მის მიმართ გამოთქმულ კრიტიკას უპასუხა და „ქართული ოცნების“ დეპუტატს და სხვებსაც ურჩია, რომ „ცოტა გაიაზრონ პასუხისმგებლობა და ისე ილაპარაკონ“.

სრულად...




მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი