„პატრიოტთა ალიანსის“ ერთ-ერთი ლიდერი, პარლამენტის ვიცე-სპიკერი ირმა ინაშვილი საპარლამენტო უმრავლესობას მოუწოდებს, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ წარდგენილ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებს მხარი არ დაუჭირონ, რადგან მისი თქმით, „ამ მოსამართლეებს სააკაშვილ-ბოკერიას მმართველობის დროს უკანონო გადაწყვეტილებები აქვთ გამოტანილი“.
პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა ხორავას ქუჩაზე არასრულწლოვანების მკვლელობის საქმეზე „ევროპული საქართველოს“ მიერ მომზადებულ დადგენილების პროექტს, რომელიც დროებითი საგამოძიებო კომისიის ხელმძღვანელის, სერგი კაპანაძის განცხადებით, აღნიშნულ საქმეზე სამ ძირითად რეკომენდაციას მოიცავდა, მხარი არ დაუჭირა.
ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარედ კვლავ თამარ ჟვანიას არჩევის შესახებ ოპოზიციის კრიტიკას მმართველ გუნდში ეხმაურებიან.
ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარედ კვლავ თამარ ჟანიას არჩევას ოპოზიციაში ეხმაურებიან.
თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებას - „საქართველოში ტაქსით მომსახურების საფასური უნდა გაიზარდოს“ - პოლიტოლოგი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი გია ნოდია ეხმაურება და კალაძეს „მორალურად და პოლიტიკურად შიგნაკრავს“ უწოდებს.
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა გიორგი ქობულიამ განაცხადა, რომ „ზოგს ჰგონია, რომ უარესად ცხოვრობს“, მაგრამ მისი შეფასებით, ფაქტები სხვა რამეზე მეტყველებს.
მივესალმები პარლამენტის გადაწყვეტილებას დაჩქარებული წესით მიიღოს ცვლილება კანონში ხანდაზმულობის ვადის გაგრძელების შესახებ. მაგრამ ჩვენი პროტესტი და შიმშილობა გაგრძელდება, სანამ არ დავრწმუნდებით, რომ ხელისუფლება აპირებს ზვიად გამსახურდიას მკვლელობის გამოძიებას“ - აცხადებს ცოტნე გამსახურდია.
საქართველოს საკანონმდებლო ორგანომ რიგგარეშე სხდომაზე სალომე ზურაბიშვილისთვის სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილება მიიღო.
პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის განცხადებით, პარლამენტი მომავალ კვირაში დაჩქარებული წესით განიხილავს ცვლილებას, რომლის მიხედვითაც, განსაკუთრებით მძიმე დანაშაულებებზე ხანდაზმულობის ვადა ხუთი წლით გახანგრძლივდება.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.