პოლიტიკა

ბანდიტები მართავენ საქართველოს, ასე გამოეხმაურა 16 დეკემბერს, ქვეყნის მეხუთე პრეზიდენტის ინაუგურაციის დღეს ველისციხესთან მომხდარ ინციდენტს საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ტელეკომპანია პირველის გადაცემაში „პოლიტმეტრი" ამსტერდამიდან პირდაპირი ჩართვისას.

სრულად...

საკანონმდებლო ორგანოში შინაგან საქმეთა მინისტრის გამოსვლას საპარლამენტო ოპოზიცია აკრიტიკებს. „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრის, თინა ბოკუჩავას განცხადებით, უმცირესობამ ვერც ერთ დასმულ შეკითხვაზე გიორგი გახარიასგან პასუხი ვერ მიიღო.

სრულად...

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, მიღებულია გადაწყვეტილება და პარლამენტში წარდგენილია კანონპროექტი, რომელიც პრეზიდენტ ზვიად გამსახურდიას გარდაცვალების საქმესთან დაკავშირებული ხანდაზმულობის ვადის გაზრდას ითვალისწინებს.

სრულად...

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა არჩილ თალაკვაძემ პარასკევს პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე „ნაციონალურ მოძრაობას“ მიმართა და მოსთხოვა წარადგინონ მტკიცებულებები, რომელიც ახალქალაქისა და ნინოწმინდის მაჟორიტარი დეპუტატის, ენზელ მკოიანის ბრალეულობას დაადასტურებდა საპრეზიდენტო არჩევნების პირველი ტურის შემდეგ ახალქალაქში გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებზე განხორციელებულ თავდასხმაში.

სრულად...

თბილისის მერის, პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ გენერალური მდივნის, კახა კალაძის განცხადებას, რომ „ქვეყანას ძლიერი ოპოზიცია არ ჰყავს“, „ლეიბორისტული პარტიის“ თავმჯდომარე და ყოფილი პრეზიდენტობის კანდიდატი შალვა ნათელაშვილი ეხმაურება.

სრულად...

პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის განცხადება მეტყველებს იმაზე, რომ მას სხვებისაგან განსხვავებით ჰქონია პოლიტიკური პასუხისმგებლობა, - უთხრა „TV პირველს“ საქართველოს პირველი პრეზიდენტის, ზვიად გამსახურდიას ვაჟმა, ცოტნე გამსახურდიამ, რომელიც თავის უფროს ძმასთან, კონსტანტინე გამსახურდიასთან ერთად უკვე ერთ კვირაზე მეტია პროკურატურასთან შიმშილობს და მამის გარდაცვალების საქმეზე მიმდინარე გამოძიების ხანდაზმულობის ვადის ამოწურვამდე, მის გაგრძელებას მოითხოვს.

სრულად...

„რუსეთიდან ჩამოყვანილი ცოფიანი ძაღლი. ესაა თვითონ სასწრაფოდ გალიაში ჩასასმელი, მეტი რომ არავინ დაკბინოს“, ასე ეხმაურება საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი მისი თანამებრძოლის, დავით კირკიტაძის დაპატიმრების შესახებ პარლამენტში შინაგან საქმეთა მინისტრის, გიორგი გახარიას მიერ გაკეთებულ განცხადებას - „დათო კირკიტაძე სწორად ჩავაგდეთ და კიდევ სხვებსაც ჩავაგდებთ, ვინც ამას დაიმსახურებს“.

სრულად...

„ვისი მძევალი ხართ, აქ რომ წვალობთ ასე, ბატონო გიორგი", ასე მიმართა „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, გიგა ბოკერიამ შინაგან საქმეთა მინისტრს, გიორგი გახარიას პარლამენტის სხდომაზე.

სრულად...

საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა დღეს, 21 დეკემბერს, მოქმედი კანონმდებლობით განსაზღვრული წესით და ვადებში, ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის თანამდებობაზე სამი კანდიდატი წარადგინა.

სრულად...

თქვენ კანონი გახსენდებათ მხოლოდ მაშინ, როდესაც საქმე ეხება თქვენს პოლიტიკურ ოპონენტებს, ასე მიმართა „ევროპული საქართველოს" წევრმა, ირმა ნადირაშვილმა პარლამენტის სხდომაზე შინაგან საქმეთა მინისტრს, გიორგი გახარიას.

სრულად...




მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი