„ბრძოლა გრძელდება ბოლომდე, კრიმინალების დამარცხებამდე... ხვალ და ზეგ თავს თუ ვინმე დაგვესხმება ჩვენ ან ხალათში და წარმოადგენს თავს და გაგვეცნობა როგორც ექიმი და თავში ჩარტყმას დააპირებს, წინააღმდეგობას გავუწევთ იმიტომ, რომ ის იქნება თავდამსხმელი. იგივე მოხდება პოლიციელის შემთხვევაში, რომელიც უკანონოდ შეგვიზღუდავს გადაადგილების საშუალებას“, განაცხადა „რუსთავი 2“-ის გადაცემა „არჩევანში“ სტუმრობისას „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკური საბჭოს თავმჯდომარემ, დეპუტატმა ნიკა მელიამ.
„მოვუწოდებ სამინისტროებს და სხვადასხვა უწყებებს, რომ არც ერთი ტყუილი არ გაუტარონ „რუსთავი 2“-ს. სიცრუეს და დეზინფორმაციას აუცილებლად სჭირდება რეაგირება და აუცილებლად სჭირდება პასუხი“, განაცხადა თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ, რომელმაც თბილისის მთავრობის წევრებს „ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის“ მიერ „რუსთავი 2“ -ის ჟურნალისტების მხრიდან მის მიმართ განზრახ დამახინჯებული ინფორმაციის გავრცელების დაგმობის შესახებ მიაწოდა ინფორმაცია.
საფრანგეთის ეროვნულმა ასამბლეამ მოახდინა „საქართველოს მთავრობასა და საფრანგეთის მთავრობას შორის კვალიფიციური სპეციალისტების ბინადრობისა და ცირკულარული მიგრაციის შესახებ“ ხელმოწერილი შეთანხმების რატიფიცირება. შეთანხმებას ხელი უკვე მოეწერა საფრანგეთის პრეზიდენტის მიერ.
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის, დავით ზალკალიანის განცხადებით, საფრანგეთმა საქართველოს მოქალაქეების ლეგალურად მუშაობის შესახებ კანონი დაამტკიცა.
რამდენიმე კაცი, ბატონი მელია მაგალითად და კირკიტაძე ალბათ იმასაც იზამდა, რომ ერეკლეს სასახლის გალავანზე ინაუგურაციის მიმდინარეობისას კიბეებს მიაყუდებდა, რომ იქ თავები ამოეყოთ, მაგრამ გრიგოლ ვაშაძეს ვერ დავაბრალებ, რომ ის კიბით აპირებდა თავის ამოყოფას გალავნის იქით, განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელმა, ნუკრი ქანთარიამ გადაცემა „არჩევანის“ პირდაპირ ეთერში ჩართვისას.
„როდესაც 28 ნოემბერს მოპარა ქართველ ხალხს ბიძინა ივანიშვილმა არჩევანი და ძალით დანიშნა სალომე ზურაბიშვილი, ალბათ, ლოგიკური იყო, რომ ეს ინაუგურაცია გაბანძდა და არის გაბახებული ინაუგურაცია“, განაცხადა გაერთიანებული ოპოზიციის წევრმა, „ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის“ თავმჯდომარემ, ბაჩუკი ქარდავამ „რუსთავი 2“-ის ეთერში, გადაცემა „არჩევანში“ სტუმრობისას.
„საკმაოდ მძიმე საარჩევნო ფონი იყო. მე 2012 წლის შემდეგ ასეთი მძიმე საარჩევნო ფონი, ასეთი შეურაცხყოფები ნამდვილად არ მახსოვს. ე.ი როგორი მდგომარეობა იყო. აი, დუელში რომ მიდის ადამიანი. ჩვენ ვიყავით პისტოლეტით და ისინი იყვნენ ზარბაზნით“, განაცხადა „TV პირველის“ გადაცემა „რეაქციაში“ „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ გენერალურმა მდივანმა, თბილისის მერმა, კახა კალაძემ.
გაერთიანებული ოპოზიციის მიერ დაანონსებულ საპროტესტო აქციებთან დაკავშირებით, „დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერი ნინო ბურჯანაძე მიიჩნევს, რომ პოლიტიკური კრიზისის განმუხტვის ერთადერთი გამოსავალი არის საარჩევნო სისტემის შეცვლა, წინააღმდეგ შემთხვევაში, ბურჯანაძეც ვითარების გაგრძელების გზას ქუჩაში ხედავს.
გაერთიანებული ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერი გიორგი ვაშაძე აცხადებს, რომ მათ გააჩნიათ ინფორმაცია შინაგან საქმეთა სამინისტროდან, რომ მზადდება კიდევ სხვა პოლიტიკური ლიდერების, მათ შორის მისი და ნიკა მელიას დაპატიმრებაც.
ილიას სახელმწიფო უნივერისტეტის პროფესორი, პოლიტოლოგი გია ნოდია აცხადებს, რომ 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ ბიძინა ივანიშვილის და „ქართული ოცნების“ მმართველობას პრობლემები შეექმნა, მაგრამ, მისი აზრით, „ეს სულაც არ ნიშნავს, რომ ის განწირულია 2020 წელს დამარცხებისთვის“.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.