გაერთიანებული ოპოზიციის პრეზიდენტობის კანდიდატის, გრიგოლ ვაშაძის მეუღლემ, ნინო ანანიაშვილმა არჩევნებში საკუთარი პოზიცია უკვე დააფიქსირა.
გაერთიანებული ოპოზიციის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელმა, გიორგი ვაშაძემ პრეზიდენტის არჩევნების მეორე ტურში საკუთარი არჩევანი უკვე დააფიქსირა.
„ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, გიგა ბოკერიამ საკუთარი არჩევანი ვაკეში, 51-ე საარჩევნო უბანში გააკეთა. ბოკერიამ ამომრჩეველს აქტიურობისკენ მოუწოდა.
საქართველოს ყოფილმა პირველმა ლედიმ, სანდრა რულოვსმა საკუთარი არჩევანი უკვე დააფიქსირა. მან ხმა მთაწმინდაზე, 27-ე უბანზე მისცა. საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მეუღლის თქმით, მან ხმა ევროპული ღირებებულებებზე დაფუძნებულ პარტიას მისცა.
ხელისუფლება არის გარანტი, რომ საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური, ისევე, როგორც საქართველოში 2012 წლიდან ჩატარებული ყველა არჩევნები ჩატარდება თავისუფალ, გამჭვირვალე და დემოკრატიულ გარემოში, აღნიშნული განცხადება „ქართული-ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ საერთაშორისო მდივნმა, თამარ ჩუგოშვილმა ცოტა ხნის წინ გამართულ ბრიფინგზე გააკეთა.
პრეზიდენტის არჩევნების მეორე ტურში საკუთარი არჩევანი გააკეთა „ნაციონალური მოძრაობის" პოლიტიკური საბჭოს თავმჯდომარემ, ნიკა მელიამ.
„ევროპული საქართველოს" პრეზიდენტობის ყოფილმა კანდიდატმა, დავით ბაქრაძემ პრეზიდენტის არჩევნების მეორე ტურში საკუთარი არჩევანი უკვე დააფიქსირა.
პრემიერ მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ პრეზიდენტის არჩევნების მეორე ტურში საკუთარი არჩევანი უკვე გააკეთა.
საქართველოში დღეს, 28 ნოემბერს პრეზიდენტის არჩევნების მეორე ტური იმართება. ქვეყანა რიგით მეხუთე პრეზიდენტს აირჩევს.
გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენელი ლევან ბეჟაშვილი აცხადებს, რომ კენჭისყრის დღეს „ქართული ოცნების“ კოორდინატორების მიერ ფოტოსურათებიანი ამომრჩეველთა სიით გადამოწმება, ვინ მივიდა არჩევნებზე, პერსონალური მონაცემების კანონდარღვევა და ამომრჩეველზე ზეწოლაა. ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, მამუკა მდინარაძის თქმით, კოორდინატორებს შეუძლიათ, მოახდინონ იმ ამომრჩევლების აღრიცხვა, რომლებიც, მათივე ინფორმაციით, „ქართულ ოცნებას“ და შესაბამისად, „ქართული ოცნების“ მიერ მხარდაჭერილ კანდიდატს უჭერენ მხარს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.