პოლიტიკა

საქართველოს პრეზიდენტი არჩევნების მეორე ტურის წინ საერთაშორისო და ადგილობრივ სადამკვირვებლო მისიებთან შეხვედრებს მართავს. დღეს პირველი შეხვედრა გიორგი მარგველაშვილმა IRI-ის (საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი) წარმომადგენლებთან გამართა.

სრულად...

საქართველოს პრეზიდენტის არჩევნების მეორე ტურამდე ერთი დღით ადრე, მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი მოსახლეობას მიმართავს.

სრულად...

საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური იყო საქართველოს პრემიერ მინისტრ მამუკა ბახტაძისა და ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის სადამკვირვებლო დელეგაციის დღევანდელი შეხვედრის მთავარი თემა.

სრულად...

„ქართული ოცნების" ყოფილი მხარდამჭერი გიორგი გაბედავა მმართველ პოლიტიკურ ძალას ძალადობაში ადანაშაულებს.

სრულად...

მას შემდეგ, რაც ცხადი გახდა, რომ „ნაციონალურ მოძრაობას“ არჩევნებში წარმატების მინიმალური შანსიც აღარ აქვს, იგი საგანგებო რეჟიმზეა გადასული, რასაც მოწმობს  უკანასკნელ დღეებში „რუსთავი 2“-ის ეთერის სიცრუეზე და ყალბ ინფორმაციაზე განსაკუთრებული ორიენტირება, განაცხადა „ქართული ოცნების" პოლიტიკურმა მდივანმა, გიორგი ვოლსკიმ.

სრულად...

ვავალებ შინაგან საქმეთა სამინისტროს, მთელი ქვეყნის მასშტაბით, საარჩევნო უბნებზე უზრუნველყონ მაქსიმალური წესრიგი, რეაგირების გარეშე არ დატოვონ და საჭიროების შემთხვევაში, დროულად აღკვეთონ ნებისმიერი კანონდარღვევა, აღნიშნული განცხადება ამ წუთებში მიმდინარე საგანგებო ბრიფინგზე პრემიერ მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ გააკეთა.

სრულად...

„შეინარჩუნეთ საქართველო პრო-დასავლურ დემოკრატიად" - ამ სათაურით The American Spectator-ი საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატებთან, სალომე ზურაბიშვილსა და გრიგოლ ვაშაძესთან დაკავშირებით, ჟურნალისტ ჯერემის ფრანკელის მოსაზრებას აქვეყნებს.

სრულად...

საქართველოს ყოფილი პრემიერ მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი აცხადებს, რომ ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკური პროცესები, ჩვენგან დამოუკიდებლად, იმისდა მიუხედავად, გვინდა თუ არ გვინდა, ჩვენ ყველას გვეხება, აქტიურ პოლიტიკაში ჩართულებს თუ ჩვეულებრივ მოქალაქეებს.

სრულად...

მელორ ვაჩნაძე ივანიშვილის გუნდის წინააღმდეგ - „ქართული ოცნების“ ერთ- ერთი ყველაზე ღია და აგრესიული მომხრე შურისძიების შიშით ოჯახთან ერთად ქვეყნის დასატოვებლად ემზადება. ვაჩნაძე განცხადებას აკეთებს და ამბობს, რომ „ქართულმა ოცნებამ“ ის გაწირა და ახლა მის დაკავებას გეგმავს. ვაჩნაძე ბოდიშს უხდის საზოგადოებას და საზღვარგარეთ პოლიტიკური თავშესაფარს ითხოვს.

სრულად...

ცენტრალური საარჩევნო კომისია (ცესკო) არჩევნებში ჩართულ მხარეებს შეახსენებს, რომ საქართველოს პრეზიდენტის 2018 წლის 28 ოქტომბრის არჩევნებისთვის რეგისტრირებულ დამკვირვებლებს, აკრედიტებული მედიასაშუალებების, ასევე არჩევნების მეორე ტურში მონაწილე საარჩევნო სუბიექტების წარმომადგენლებს არჩევნების მეორე ტურისთვის უფლებამოსილება მეორე ტურის შედეგების გასაჩივრების ვადის ამოწურვამდე გაუგრძელდათ.

სრულად...




მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი