სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურზე საკუთარი არჩევანი დააფიქსირა.
„ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ საერთაშორისო მდივანმა და პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, თამარ ჩუგოშვილმა „ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ კერძო კომპანიები,რომლებიც რეგიონებში მოქალაქეების ტრანსპორტირებას უზრუნველყოფენ, ჩვეულებრივ რეჟიმში მუშაობენ.
საარჩევნო ადმინისტრაცია განაგრძობს ამომრჩევლებისა და არჩევნებში ჩართული მხარეების ინფორმირებას კენჭისყრის დღის მიმდინარეობასთან დაკავშირებით. ამ დროისთვის ყველა საარჩევნო უბანზე ხმის მიცემის პროცესი მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს.
პრეზიდენტის არჩევნების მეორე ტურში საკუთარი არჩევანი გააკეთა მმართველი პარტიის თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა.
პრეზიდენტის არჩევნების მეორე ტურში საკუთარი პოზიცია დააფიქსირა თბილისის მერმა, კახა კალაძემ. კალაძემ ხმა 64-ე საარჩევნო უბანზე მისცა.
პოლიტიკური გაერთიანება „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ საერთაშორისო მდივანმა და პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, თამარ ჩუგოშვილმა გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური მშვიდ და თავისუფალ გარემოში მიმდინარეობს.
პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა არჩევნებში საკუთარი პოზიცია უკვე დააფიქსირა. მარგველაშვილმა მოსახლეობას აქტიურობისკენ მოუწოდა.
პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ საკუთარი არჩევანი უკვე დააფიქსირა. კობახიძემ ხმა ვაკეში, #53 საარჩევნო უბანზე მისცა.
პრეზიდენტის არჩევნების მეორე ტურში საკუთარი არჩევანი დააფიქსირა მსოფლიო ბანმა პაატა ბურჭულაძემ.
თბილისიდან რეგიონებში მიმავალი მიკროავტობუსების და ავტობუსების დიდი ნაწილი რეისიდან მოხსნეს. „რუსთავი 2“-ის ინფორმაციით, ტრანსპორტს „ქართული ოცნება“ მხარდამჭერების რეგიონებში ტრანსპორტირებისათვის იყენებს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.