„როგორც მოგეხსენებათ, გამოცხადდა ეგზიტპოლის შედეგები და ეგზიტპოლი უკვე ცხადყოფს იმას, რომ ქალბატონი სალომე ზურაბიშვილი დამაჯერებლად იგებს ამ არჩევნებს. თუმცა, რა თქმა უნდა, ჩვენ ველოდებით საბოლოოდ შედეგების დათვლას. სურათი არის დღესავით ნათელი“, განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ.
ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში კენჭისყრის პროცესის დასრულების შესახებ საინფორმაციო ბრიფინგი გაიმართა. როგორც ბრიფინგზე ცესკოს პრეს-სპიკერმა ანა მიქელაძემ განაცხადა, 20:00 საათზე ყველა საარჩევნო უბანი კანონის შესაბამისად დაიხურა.
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" პოლიტიკური საბჭოს თავმჯდომარე ნიკა მელია მიხეილ სააკაშვილის განცხადებაზე, რომლის მიხედვითაც, ოპოზიციამ საპროტესტო აქციები უნდა დაიწყოდს, აცხადებს, რომ ყველაფერს გაერთიანებული ოპოზიცია მესამე პრეზიდენტთან ერთად გადაწყვეტს.
საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძემ მიხეილ სააკაშვილის განცხადებაზე კომენტირებისას აღნიშნა, რომ მიხეილ სააკაშვილის მიზანი არის მხოლოდ და მხოლოდ არეულობა, ქაოსი, მღვრიე წყალში თევზის დაჭერა, მაგრამ მისი დასაჭერი თევზები აღარ არსებობენ, რადგან ის არის წარსული.
„ძალიან მადლიერი ვარ ყველასი, ვინც ამ ხნის განმავლობაში ჩემს გვერდით იდგა. მადლიერი ვარ იმ პარტიის, რომელმაც მხარი დამიჭირა, „ქართული ოცნების“, მადლიერი ვარ ჩემი ოჯახის“, განაცხადა დამოუკიდებელმა საპრეზიდენტო კანდიდატმა სალომე ზურაბიშვილმა რამდენიმე წუთის წინ.
პრემიერ მინისტრი მამუკა ბახტაძე საქართველოს მოსახლეობას არჩევნებში აქტიურობისთვის მადლობას უხდის და მიიჩნევს, რომ აქტიურობის მაღალი დონე „შემადგარი დემოკრატიის" ერთ-ერთი მანიშნებელია.
„აბსოლუტურად მნიშვნელობა არ აქვს რა უსულო საგანს შეიტანენ ისინი პრეზიდენტის სასახლეში. ამ ხელისუფლების საქმე დამთავრებული არის“, განაცხადა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ და კიდევ სხვა 10 პოლიტიკური პარტიის გაერთიანება „ძალა ერთობაშია“-ს საპრეზიდენტო კანდიდატმა გრიგოლ ვაშაძემ ეგზიტპოლების გამქვეყნების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე.
დავით ბაქრაძემ განაცხადა, რომ „ევროპული საქართველოს“ სამომავლო ნაბიჯებთან დაკავშირებით პარტიის სამომავლო გეგმებზე განცხადებას ცესკოს საბოლოო შედეგების გამოცხადების შემდეგ გააკეთებს. მისი თქმით, საარჩევნო პროცესი მიმდინარეობდა მძიმედ და „ევროპული საქართველო“ აცნობიერებს რამხელა პასუხისმგებლობა აქვს ახლა თითოეული პოლიტიკოსს.
„დღევანდელი არჩევნები არ იყო მხოლოდ საპრეზიდენტო არჩევნები. ეს იყო ერთგვარი რეფერენდუმი, სადაც ამომრჩეველმა კიდევ ერთხელ უთხრა მკაფიო და ხმამაღალი უარი სიცრუეს, სიძულვილსა და ძალადობას“, განაცხადა „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა, თბილისის მერმა, კახა კალაძემ ახლახან გამართულ ბრიფინგზე.
პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა ორი სხვადასხვა ეგზიტპოლის შედეგების გამოქვყნების შემდეგ, რომელთა მიხედვითაც მმართველი პარტიის მიერ მხარდაჭერილი პრეზიდენტობის კანდიდატი სალომე ზურაბიშვილი იმჯარვებს, საზოგადოებას მიმართა და მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.