პოლიტიკა

მიმდინარეობს კენჭისყრის პროცესი, ამ ეტაპისთვის საკმაოდ მაღალი აქტივობა ფიქსირდება. მიუხედავად იმისა, რომ არჩევნების დღესთან დაკავშირებით ბევრი სპეკულაციები  იყო და იყო ბევრი საუბარი იმაზე, რომ ამ არჩევნების დღის დანიშვნა კვირის დღეს იქნებოდა პრობლემების შემცველი ვხედავთ,  რომ მოქალაქეები აქტიურად გამოხატავენ თავიანთ ნებას, აცხადებს „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" საერთაშორისო მდივანი თამარ ჩუგოშვილი.

სრულად...

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრის, ზაალ უდუმაშვილის განცხადებით, თითქმის ყველა საარჩევნო უბანზე, ტოტალურად, ამომრჩევლის მოსყიდვა მიმდინარეობს.

სრულად...

„ნაციონალურ მოძრაობას" აქვს მცდელობა, ოპოზიციის რანგში გააკეთოს ის, რასაც აკეთებდა 2012 წლის ჩათვლით და უფრო ადრე, როცა ხელისუფლებაში იყო“, განაცხადა „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ აღმასრულებელმა მდივანმა, ირაკლი კობახიძემ პარტიის ცენტრალურ ოფისში გამართულ ბრიფინგზე რუსთავში ორმაგი მარკირებით ხმის მიცემის შემთხვევებთან დაკავშირებით.

სრულად...

რუსთავში ორმაგი მარკირებით ხმის მიცემის შემთხვევებთან დაკავშირებით პოლიტიკური გაერთიანება „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ აღმასრულებელი მდივანი ირაკლი კობახიძე „ნაციონალური მოძრაობის" აქტივისტებს კიდევ ერთხელ მიმართავს და აფრთხილებს მათ, რომ ეს არის სისხლის სამართთლის დანაშაული. 

სრულად...

ხმა მივეცი ყველაზე ევროპელ პრეზიდენტობის კანდიდატს, აღნიშნული განცხადება მმართველი პოლიტიკური პარტიის მიერ მხარდაჭერილმა პრეზიდენტობის კანდიდატმა, სალომე ზურაბიშვილმა ხმის მიცემის პროცედურის შემდეგ, ჟურნალისტებთან საუბრისას გააკეთა.

სრულად...

არასამთავრობო ორგანიზაცია  „სამართლიანი არჩევნების“ აღმსარულებელი დერიქტორი მიხეილ ბენიძე კენჭისყრის ფარულობის დარღვევას ასახელებს. მიხეილ ბენიძის განცხადებით ხმის მიცემის  ფარულობის დარღვევების ფაქტები დაფიქსირდა გურჯაანში, #26 საარჩევნო უბანზე.

სრულად...

„ახალი საქართველოს“ თავმჯდომარემ, გრიგოლ ვაშაძის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელმა, გიორგი ვაშაძემ ბრიფინგზე განაცხადა, რომ „ქართული ოცნება“ იყენებს ყველა ხერხს და მეთოდს, რაზეც ვსაუბრობდით არჩევნებამდე, გაყალბების კუთხით.

სრულად...

არჩევნები წარიმართება არსებითად მშვიდ გარემოში. სამწუხაროდ, „ნაციონალური მოძრაობა" და მისი ტელევიზია ცდილობენ ხელოვნურად შექმნან აგრესიული ფონი, რაც არის ძალიან სამწუხარო მოვლენა, თუმცა ჩვენ ამას მივეჩვიეთ ჯერ კიდევ პირველი ტურიდან და ასევე წინა არჩევნებიდან, აცხადებს პარლამენტის თავმჯდომარე, „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" აღმასრულებელი მდივანი ირაკლი კობახიძე.

სრულად...

გაერთიანებული ოპოზიციის პრეზიდენტობის კანდიდატმა, გრიგოლ ვაშაძემ საკუთარი არჩევანი უკვე გააკეთა. მან ხმა ქუთაისის საარჩევნო უბანზე დააფიქსირა. 

სრულად...

საქართველოს თავდაცვის მინისტრმა, ლევან იზორიამ პრეზიდენტის არჩევნების მეორე ტურზე საკუთარი არჩევანი ვაკის მე-2 ოლქის, მე-2 საარჩევნო უბანზე უკვე გააკეთა.

სრულად...




მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი