საქართველოს პრეზიდენტმა ბულგარეთში, ნიდერლანდების სამეფოში, საუდის არაბეთში, უნგრეთში, ჩეხეთში, იტალიაში, სლოვენიასა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში საქართველოს ელჩები დანიშნა.
შეიძლება, ვიმსჯელოთ ისეთ ცვლილებებზე, რომელიც ჩარჩოში მოაქცევს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების მიღებას იმ სფეროში, რასაც ჰქვია ნარკოტიკების მოხმარება თუ ზოგადად, ნარკოტიკული პოლიტიკა“, განუცხადა ჟურნალისტებს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ საპატრიარქოში, კათოლიკოს-პატრიარქთან გამართული შეხვედრის შემდეგ.
„გუნდმა მიიღო გადაწყვეტილება იმის თაობაზე, რომ მოხდება კანონპროექტის გაწვევა“, -განაცხადა შესახებ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქთან, ილია მეორესთან გამართული შეხვედრის შემდეგ პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ და დაამატა, რომ გუშინ, სალომე ზურაბიშვილმა დააფიქსირა პრინციპული პოზიცია იმასთან დაკავშირებით, რომ საზოგადოების განწყობიდან გამომდინარე, არ იყო მიზანშეწონილი ამ გადაწყვეტილების მიღების გადავადება.
გიორგი ვაშაძემ განაცხადა, რომ ზუგდიდის ყოფილი მერის და სალომე ზურაბიშვილის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელის, ლაშა გოგიას პატიმრობაში აყვანა ზუგდიდში „ქართული ოცნების“ მხარდაჭერილი საპრეზიდენტო კანდიდატის არჩევნების წაგებას უკავშირდება და ამით, ვაშაძის თქმით, მმართველმა პოლიტიკურმა ძალამ გზავნილი მიაწოდა სხვა რეგიონების შტაბების ხელმძღვანელებსაც, რომ ციხეში აღმოჩნდებიან, თუკი ისინი ვერ მოიგებენ არჩევნებს.
პრემიერ მინისტრ მამუკა ბახტაძე აცხადებს, რომ ზუგდიდის ყოფილი მერის ლაშა გოგიასა და მისი მოადგილისმ, გია გულორდავას დაკავებას არჩევნებთან კავშირი არ აქვს.
პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლებაში დაბრუნებას გამორიცხავს და დარწმუნებით ამბობს, რომ „ამის გარანტია არის საზოგადოების განწყობა“, რაც მისი თქმით, საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურზე გამოჩნდება.
„ჩვენ სრულ მხარდაჭერას ვუცხადებთ ჩვენს თანაგუნდელს, ენზელ მკოიანს, რომლის ძალისხმევითაც ნინოწმინდასა და ახალქალაქში საკმაოდ მაღალი შედეგი დაფიქსირდა. ენზელ მკოიანი არის ჩვენი გუნდის ღირსეული წევრი და მას ჩვენგან სრული მხარდაჭერა აქვს“, განაცხადა რამდენიმე წუთის წინ პარლამენტის თავმჰომარემ ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას.
„მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება პარლამენტიდან უკან გაიწვიოს მარიხუანას კულტივაციის შესახებ კანონპროექტი“, განაცხადა შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი გახარიამ პატრიარქთან შეხვედრის დასრულების შემდეგ.
„რესპუბლიკური პარტიის" ერთ-ერთი ლიდერის, ლევან ბერძენიშვილის განცხადებით, პარტია გაერთიანებული ოპოზიციის „ძალა ერთობაშიას" პრეზიდენტობის კანდიდატს, გრიგოლ ვაშაძეს საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში მხარდაჭერას უცხადებს.
საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი მომღერალ პანჩოს პასუხობს, რომელმაც მისი თქმით, ტელევიზიის ეთერში განაცხადა, რომ „სააკაშვილმა გადაჭამა მთელი საქართველოო“.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.