„ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა წევრმა, თინათინ ბოკუჩავამ პარლამენტის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის დღევანდელ განცხადებაზე კომენტარისას განაცხადა, რომ ირაკლი კობახიძის განცხადებები მიმართულია იმისკენ, რომ ხალხი გაყალბების შედეგს შეაგუოს.
„5-დან 8 საათამდე და ჩვენ ამის მტკიცებულებებიც გვაქვს, ქურდული „ოცნების" ე.წ. ხელისუფლება აპირებს მასობრივ გაყალბებას და კარუსელის დატრიალებას", აცხადებს გაერთიანებული ოპოზიციის „ძალა ერთობაშიას" პრეზიდენტობის კანდიდატი გრიგოლ ვაშაძე.
მივიღეთ ინფორმაცია, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლებს დაგეგმილი აქვთ ბოლნისის 23-ე საარჩევნო ოლქში N27-ე, N54-ე, მე-40 და N43-ე უბნების ჩაშლა, აღნიშნული განცხადება პარლამენტის თავმჯდომარემ, პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" აღმასრულებელმა მდივანმა, ირაკლი კობახიძემ გააკეთა.
„ვხედავთ, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ თავისი მედია საშუალების მეშვეობით ცდილობს მოვლენების მოდელირებას და როგორც ჩანს ისინი ყველაფერს აკეთებენ არა მხარდამჭერთა მობილიზაციისათვის, არამედ იმისათვის, რომ შექმნან გაყალბების ილუზია“, განაცხადა ახლახან გამართულ ბრიფინგზე საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ და დაამატა, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ ვერ ახერხებს პროვოკაციული ფონის შექმნას და მხოლოდ და მხოლოდ მოდელირებულ რეალობასთან გვაქვს დღეს საქმე“.
არჩევნებზე თავისი სამოქალაქო პოზიცია დააფიქსირა საქართველოს ყოფილმა პირველმა ქალბატონმა, სანდრა რულოვსმა. მან მედიას განუცხადა, რომ ხმა „ევროპული ორიენტაციის კანდიდატს“ მისცა.
საქართველოს პრეზიდენტის არჩევნებში საკუთარი პოზიცია მმართველი პოლიტიკური პარტიის მიერ მხარდაჭერილმა პრეზიდენტობის კანდიდატმა, სალომე ზურაბიშივლმა დააფიქსირა.
გაერთიანებული ოპოზიციის „ძალა ერთობაშიას" პრეზიდენტობის კანდიდატმა, გრიგოლ ვაშაძე საკუთარი არჩევანი დააფიქსირა. მან პრეზიდენტის არჩევნებში ხმა ქუთაისში, 22-ე საარჩევნო უბანზე მისცა.
პრეზიდენტის არჩევნებში საკუთარი პოზიცია „ევროპული საქართველოს" ერთ-ერთმა ლიდერმა, გიგი უგულავამ დააფიქსირა. უგულავამ ხმა ხონის ნომერ მესამე საარჩევნო უბანზე მისცა.
„შენების მოძრაობის“ პრეზიდენტობის კანდიდატმა არჩევნებში საკუთარი პოზიცია დააფიქსირა. უსუფაშვილი ხმის მისაცემად 54-ე საარჩევნო უბანზე იმყოფებოდა.
„მიუხედავად ყველასთვის ცნობილი ძალების მცდელობებისა, მთელი ქვეყნის მასშტაბით არჩევნები მშვიდად მიმდინარეობს“, განაცხადა „ქართული ოცნების“ ერთ-ერთმა ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ, რომელმაც ახლახან გამართულ ბრიფინგზე რამდენიმე შემთხვევაზე გაამახვილა ყურადღება, ერთ-ერთ ასეთად კი მან ზუგდიდში, „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლის, მურთაზ ზოდელავას მიერ ტელეკამერების წინ სააგიტაციო მასალის დახევა დაასახელა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.