საპრეზიდენტო არჩევნებში საკუთარი პოზიცია დააფიქსირა მსოფლიო ბანმა, პაატა ბურჭულაძემ. ბურჭულაძე ხმის მისაცემად საბურთალოზე 61-ე უბანზე იმყოფებდა.
„ხმა მივეცი დემოკრატიას, სტაბილურობას, განვითარებას, ნათელ მომავალს. ჩვენ ვნახეთ ყველამ თუ სად იყო ამ არჩევნებში, საბჭოთა კავშირი, სად იყო ევროპა და ჩვენ, რა თქმა უნდა, არჩევანი უნდა გავაკეთოთ ევროპის სასარგებლოდ. ეს არის ჩვენი ისტორიული არჩევანი” განუცხადა ჟურნალისტებს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ.
თბილისის მერმა, პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" გენერალურმა მდივანმა, კახა კალაძემ პრეზიდენტის არჩევნებში საკუთარი ხმა დააფიქსირა. კალაძემ არჩევანი თბილისში, 64-ე საარჩევნო უბანზე გააკეთა.
„ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა მთაწმინდის საარჩევნო უბანზე თავისი მოქალაქეობრივი პოზიცია მეუღლესთან ერთად დააფიქსირა, რის შემდეგაც მედიას განუცხადა, რომ „მეორე ტურის ალბათობა ძალიან დაბალია, მაგრამ ალბათობა არის“.
საპრეზიდენტო არჩევნებში საკუთარი პოზიცია დააფიქსირა „ევროპული საქართველოს" ერთ-ერთმა ლიდერა, გიგა ბოკერიამ. ბოკერიამ ხმა ჭავჭავაძის გამზირზე მდებარე 51-ე საარჩევნო უბანზე მისცა.
„ძალა ერთობაშია“-ს საპრეზიდენტო კანდიდატის, გრიგოლ ვაშაძის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელმა, გიორგი ვაშაძემ ახლახან გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ „ქართულმა ოცნებამ“ ამომრჩევლების მოსყიდვა დაიწყო - საუბარია ავტომანქანებით ამომრჩევლის საარჩევნო უბნებზე ორგანიზებულ მიყვანაზე.
ვიცე-პრემიერმა და შინაგან საქმეთა მინისტრმა, გიორგი გახარიამ საპრეზიდენტო არჩევნებში თბილისში, ჩაიკოვსკის ქუჩაზე მდებარე საარჩევნო უბანზე საკუთარი არჩევანი დააფიქსირა. ხმის მიცემის შემდეგ გიორგი გახარიამ ჟურნალისტების შეკითხვებს უპასუხა.
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობია" პოლიტიკური საბჭოს თავმჯდომარემ პრეზიდენტის არჩევნებში საკუთარი პოზიცია უკვე დააფიქსირა.
საქართველოს პრეზიდენტმა საპრეზიდენტო არჩევნებში საკუთარი პოზიცია დააფიქსირა. გიორგი მარგველაშვილმა ხმა მთაწმინდის მე-6 საარჩევნო უბანზე მისცა.
„ლეიბორისტული პარტიის“ პრეზიდენტობის კანდიდატმა, შალვა ნათელაშვილმა საკუთარი არჩევანი თბილისში, ტექნიკური უნივერსიტეტის შენობაში განთავსებულ, N48-ე საარჩევნო უბანზე გააკეთა და თქვა, რომ მას გამარჯვებისთვის საჭირო „გადამწყვეტი მხარდაჭერა“ აქვს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.