პოლიტიკა

კომპანია „ფიქოპროექტის" ეგზიტპოლის მონაცემებით, მმართველი პოლიტიკური პარტიის მიერ მხარდაჭერილი პრეზიდენტობის კანდიდატი სალომე ზურაბიშვილი ლიდერობს, რომელმაც ხმათა 52.3 % მიიღო. გრიგოლ ვაშაძე 28.1%, ხოლო დავით ბაქრაძე 9.2% 

სრულად...

ამერიკული ორგანიზაცია „ედისონ რისერჩის“ ეგზიტპოლის მონაცემებით, „ძალა ერთობაშია“-ს საპრეზიდენტო კანდიდატ გრიგოლ ვაშაძეს და დამოუკიდებელ და მმართველი პარტიის მხარდაჭერილ კანდიდატს სალომე ზურაბიშვილს თანაბარი 40-40 %-იანი მხარდაჭერა აქვს, „ევროპული საქართველოს“ კანდიდატს დავით ბაქრაძეს, 10 %-იანი მხარდაჭერა აქვს, „ლეიბორისტული პარტიის“ საპრეზიდენტო კანდიდატს შალვა ნათელაშვილს კი, 3%.

სრულად...

ბოლო საათი დარჩა. ბოლო საათის განმავლობაში მოვუწოდებთ ჩვენს მხარდამჭერებს, ზოგადად ამომრჩეველს მაქსიმალური აქტიურობისკენ  იმიტომ, რომ რაც მეტად ახლოვდება ქალბატონი სალომე ზურაბიშვილის გამარჯვება, მით მეტად აქტიურდებიან და პროვოკაციული ფონის შექმნას ცდილობენ ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენლები, განაცხადა ფრაქცია „ქართული ოცნების" თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ საგანგებო ბრიფინგზე.

სრულად...

არსებობს ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ ბიძინა ივანიშვილი დაბეჯითებით ითხოვს სალომე ზურაბიშვილისთვის პირველ ტურში 52 ან 54%-ის დაწერას, აცხადებს გაზეთ „ქრონიკა +"ის მთავარი რედაქტორი ელისო კილაძე.

სრულად...

საზღვარგარეთ საარჩევნო პროცესის დროს დაფიქსირებულ დარღვევებთან დაკავშირებით „ევროპული საქართველო“ პასუხისმგებლობას ცესკო-სთან ერთად საგარეო უწყებას და იუსტიციის სამინიტროს აკისრებს.

სრულად...

ცენტრალური საარჩევნო კომისიის პრეს-სპიკერმა ანა მიქელაძემ მედიას 17:00 საათის მდგომარეობით ამომრჩეველთა აქტივობის შესახებ მიაწოდა ინფორმაცია. მისი თქმით, 17:00 სთ-ის მდგომარეობით ყველა საარჩევნო უბანზე ამომრჩეველთა აქტივობამ შეადგინა 38.16% (1 337 284 ამომრჩეველი).

სრულად...

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა გიორგი ქობულიამ საპრეზიდენტო არჩევნებში საკუთარი არჩევანი თბილისის ჩუღურეთის ოლქის მე-3 საარჩევნო უბანში დააფიქსირა.

სრულად...

„ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ ოფისში გამართულ ბრიფინგზე პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, თამარ ჩუგოშვილმა ოპონენტების მიერ გავრცელებული ინფორმაცია, რომ ხელისუფლების მხრიდან არჩევნები ყალბდება და „ქართული ოცნება“ ე.წ. „კარუსელების“ დატრიალებას გეგმავს, სიმართლეს არ შეესაბამება. 

სრულად...

„ქართული ოცნების“ შტაბის წარმომადგენლებს ვიდეოთი მიმართავს საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი და მოუწოდებს მათ, რომ არ შეასრულონ ბიძინა ივანიშვილის ინსტრუქციები არჩევნების გაყალბების თაობაზე.

სრულად...




მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი