საქართველოს პრეზიდენტსა და პრემიერ მინისტრს უფლებამოსილების გასვლის შემდეგ სახელმწიფო დაცვა მხოლოდ ერთი წლით შეუნარჩუნდება, რაც ყოფილ პრეზიდენტებსა და პრემიერებზეც გავრცელდება, – განაცხადა სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ხელმძღვანელმა ანზორ ჩუბინიძემ პარლამენტში, სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის შესახებ კანონპროექტში განსახორციელებელ ცვლილებებთან დაკავშირებით საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის სხდომაზე საუბრისას.
გაერთიანებული ოპოზიციის „ძალა ერთობაშია" პრეზიდენტობის კანდიდატი გრიგოლ ვაშაძე მიიჩნევს, რომ მედიისა და ბიზნესის დატერორება და მით უფრო საპრეზიდენტო არჩევნების წინ უმაღლესი სტანდარტის დემოკრატიას არ შეესაბამება. იმ შემთხვევაში კი, როგორც ვაშაძე ამბობს, თუკი ქვეყანა რეპუტაციას არ გაუფრთხილდება და არ ექნება უმაღლესი სტანდარტის დემოკრატია, საქართველოს საგარეო პოლიტიკური მიზნები კიდევ უფრო შორეული პერსპექტივა გახდება.
საქართველო-ავსტრიის ძლიერ ორმხრივ ურთიერთობებზე, ქვეყნის ევროპული ინტეგრაციის პროცესსა და საქართველოს მთავრობის სამშვიდობო პოლიტიკაზე ისაუბრეს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ და ავსტრიის ფედერალურმა კანცლერმა სებასტიან კურცმა გაეროს გენერალური ასამბლეის 73-ე სესიის ფარგლებში გამართულ შეხვედრაზე.
„ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკური საბჭოს თავმჯდომარე ნიკა მელია გადაცემა „არჩევანში“ აცხადებს, რომ ქვეყანაში მდიდრდება მხოლოდ ვიწრო კლანი და ღარიბდება დანარჩენი საქართველო. მელიას თქმით, ქვეყანაში არ არსებობს არც ერთი ინსტიტუტი ან მაღალი თანამდებობის პირი ყველაფერს მართავს ბიძინა ივანიშვილი, როგორც თავის კომპანიას მაფიოზური სტილით.
ჩვენ რომ ოდნავადაც სახელმწიფოს წარმონაქმნი ვიყოთ, დღესვე უნდა იყვნენ დაკავებულნი კალაძე და ივანიშვილი იმიტომ, რომ კორუფციული საქმე გასკდა, განაცხადა „ლეიბორისტული პარტიის“ საპრეზიდენტო კანდიდატმა შალვა ნათელაშვილმა „რუსთავი 2“-ის გადაცემა „არჩევანის“ პირდაპირ ეთერში ჩართვისას.
საოპერო მომღერალმა, პოლიტიკური მოძრაობის „სახელმწიფო ხალხისთვის“ ყოფილმა თავმჯდომარემ, პაატა ბურჭულაძემ, გადაცემა „არჩევანში“ განაცხადა, რომ გრიგოლ ვაშაძეს პიროვნულად უჭერს მხარს და ქართველ ხალხს მოუწოდებს მივიდნენ არჩევნებზე და მხარი გრიგოლ ვაშაძის პრეზიდენტობას და ნინო ანანიაშვილი პირველ ლედობას დაუჭირონ.
პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ ფარული აუდიოჩანაწერები „ქართული ოცნებისთვის“ მძიმე სკანდალი არ არის, რადგან „ომეგა ჯგუფის“ დამფუძნებელი ელაპარაკება ისეთ პირებს, რომლებსაც დღეს შეხება „ქართულ ოცნებასთან“ არ აქვთ.
“3 ჩვენ ვცხოვრობთ სამართლებრივ სახელმწიფოში, სადაც თუ არ არსებობს 100 პროცენტიანი დასტური მკვლელობასთან დაკავშირებით, ეჭვმიტანილთან დაკავშირებით, ეს ეჭვი წყდება ეჭვმიტანილის სასარგებლოდ. ამასაც აქვს თავისი ფასი, თუ 100 პროცენტიანი უტყუარობით არ დასტურდება ვინ არის მკვლელი, ამ შემთხევვაში მოსამართლე არის იძულებული რომ არ დაადგინოს მკვლელის ვინაობა “, - განაცხადა ტვ პირველის გადცემაში „რეაქცია“ პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ.
„სახელმწიფო ხალხისთვის“ დამფუძნებელმა პაატა ბურჭულაძემ „რუსთავი 2“-ის ეთერში, გადაცემა „არჩევანში“ განაცხადა, რომ როცა 2016 წელს პარტია შექმნა და როცა პარტიის რეიტინგმა აიწია, სალომე ზურაბიშვილმა მის პარტიაში გაწევრიანების სურვილი გამოთქვა, რაზეც მან უარი უთხრა.
პაატა ბურჭულაძემ განაცხადა, რომ 2012 წელს ის ბიძინა ივანიშვილს ემხრობოდა და უნდოდა, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობა შეცვლილიყო, თუმცა მათი გზები მალე გაიყარა. ამის შესახებ მსოფლიო ბანმა „რუსთავი 2“-ის ეთერში, გადაცემა „არჩევანში“ განაცხადა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.