„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" მიერ გავრცელებულ ფარულ აუდიოჩანაწერებს, რომელიც გრიგოლ ვაშაძის შტაბის განცხადებით, „ქართული ოცნების“ მიერ საპრეზიდენტო არჩევნების გაყალბებაზე მიანიშნებს, მმართველ გუნდში ეხმაურებიან.
ექსპერტ გია ხუხაშვილის აზრით, არ არსებობს განმარტება, რომელიც მარგველაშვილის იმ „უცნაურ ნაბიჯს აგვიხსნის“, რაც მისი მხრიდან უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეობის კანდიდატის არდასახელებას უკავშირდება.
ბიძინა ივანიშვილმა „TV პირველის“ ჟურნალისტებს აბასთუმანში მიმდინარე პროექტებზე განუცხადა, რომ რამოდენიმე პროექტს ალაგებს და ანვითარებს. მისივე თქმით, პროექტებზე საუბარი ადრეა.
ბიძინა ივანიშვილმა „TV პირველის“ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ჯერ არ იცის ვის დაუჭერს „ქართული ოცნება“ მხარს. მან ასევე განაცხადა, რომ გვარებს არჩევენ და გადაწყვეტილების მიღების შემდეგ შეგვატყობინებენ.
„ევროპული საქართველოს" პრეზიდენტობის კანდიდატი დავით ბაქრაძე ბახმაროში ადგილობრივ მცხოვრებლებს შეხვდა. ადგილობრივებმა პრეზიდენტობის კანდიდატთან საუბრისას აღნიშნეს, რომ არაერთი მოუგვარებელი სოციალური და ინფრასტრუქტურული პრობლემება აწუხებთ.
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკური საბჭოს თავმჯდომარე ნიკა მელია საპრეზიდენტო არჩევნებში ოპოზიციის გამარჯვების კვალდაკვალ ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების ჩატარებისა და აღმასრულებელი ხელისუფლების მთლიანად შეცვლის აუცილებლობაზე საუბრობს.
„ნაციონალურმა მოძრაობამ“ ფარული აუდიო ჩანაწერები გაავრცელა, რომელიც გრიგოლ ვაშაძის შტაბის წევრების განცხადებით, „ქართული ოცნების“ მიერ საპრეზიდენტო არჩევნების გაყალბებაზე მიანიშნებს.
საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ამჟამინდელ პრეზიდენტს, გიორგი მარგველაშვილს მოუწოდებს, სოციალურ ქსელ „ფეისბუქით“, რომ ჯონ მაკკეინის გარდაცვალების გამო პრეზიდენტის სასახლეზე დროშა დაუშვას.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის პირველი მოადგილის თანამდებობიდან იოსებ გოგაშვილის წასვლა მამუკა არეშიძეს აფიქრებინებს, რომ პრემიერ მინისტრი მამუკა ბახტაძე ცდილობს მოაწესრიგოს ის მდგომარეობა, რაც სახელისუფლებო ვერტიკალის გარეთ არსებული ინტერესებით მართულ გავლენიან ჯგუფებს უკავშირდება.
„უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეობის კანდიდატურის დასახელება არის პრეზიდენტის კონსტიტუციური პრეროგატივაც და ვალდებულებაც", აცადებს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.