პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებას, უცხოელების ბინადრობის ნებართვის შესახებ, ეხმაურება. კობახიძე მიიჩნევს, რომ ეს არის მნიშვნელოვანი ინიციატივა და პარლამენტი საშემოდგომო სესიაზე აუცილებლად განიხილავს.
აზერბაიჯანში ვიზიტად მყოფი საქართველოს პრემიერ მინისტრი მამუკა ბახტაძე ქვეყნის პრეზიდენტს, ილჰამ ალიევს შეხვდა.
აზერბაიჯანში ვიზიტად მყოფი საქართველოს პრემიერ მინისტრი ქვეყნის პრეზიდენტს, ილჰამ ალიევს შეხვდა.
„ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერმა და პრეზიდენტობის კანდიდატმა, შალვა ნათელაშვილმა განაცხადა, რომ ივანიშვილმა მილიონების საშოვნელად ქართველ გლეხებს ჯარიმა დაუწესა. მისივე, თქმით მის გაპრეზიდენტების შემთხვევაში ქართულ სამეურნეო საქმიანობას ხელი შეეწყობა და უცხოურ პროდუქტზე შეზღუდვები დაწესდება.
საქართველო და აზერბაიჯანი სტრატეგიული პარტნიორები არიან, ჩვენი კეთილმეზობლური და მეგობრული ურთიერთობები საუკუნეების განმავლობაში კი სამაგალითოა - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტ ილჰამ ალიევთან პირისპირ შეხვედრისას განაცხადა.
აზერბაიჯანი და საქართველო ისტორიული მეზობლები, ძმები და პარტნიორები არიან, ასე ეხმაურება საქართველოს პრემიერ მინისტრის, მამუკა ბახტაძის აზერბაიჯანში ვიზიტს საქართველოს პარლამენტის წევრი სავალან მირზოევი.
გაერთიანებული ოპოზიცია „ძალა ერთობაშია“-ს პრეზიდენტობის კანდიდატის, გრიგოლ ვაშაძის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელის, გიორგი ვაშაძის განცხადებით, არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ ცალსახად არის ხაზგასმული, როგორც არჩევნების გაყალბების მცდელობა, ასევე შავი ფულით ოპოზიციის საერთო კანდიდატის წინააღმდეგ კამპანიის წარმოების დაწყება. ვაშაძე ითხოვს, რომ აუდიტის სამსახური დაინტერესდეს, ვინ ურიცხავს ფულს კონკრეტულ პირებს ცრუ ინფორმაციის ტირაჟირტებისთვის.
საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, დიმიტრი ცქიტიშვილის შეფასებით, პრემიერ მინისტრის აზერბაიჯანში ვიზიტი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია.
საქართველოს პრემიერ მინისტრის ვიზიტი აზერბაიჯანში და დაგეგმილი უმაღლესი დონის შეხვედრები კიდევ ერთხელ გამოხატავს იმ სტრატეგიული და პოლიტიკური ურთიერთობების მაღალ დონეს, რაც ისტორიულად აკავშირებს ჩვენს ორ ქვეყანას, აცხადება საპარლამენტო უმრავლესობის წევრი სოფიო ქაცარავა.
„ნაციონალური მოძრაობის“ წევრი სალომე სამადაშვილი აცხადებს, რომ ქვეყნის მთავარი ოპოზიციური ძალა წარმოდგენილი უნდა ყოფილიყო დელეგაციაში, რომლიც აშშ-ში ჯონ მაკკეინის დაკრძალვაზე მიემგზავრება. სამადაშვილი ასევე ამბობს, რომ მაკკეინის მეგობრობას საქართველოს ხელისუფლებმა არა ადეკვატური პასუხი გასცა - იმით, რომ მმართველი გუნდიდან მხოლოდ პარლამენტის ვიცე-სპიკერი დაესწრება მის დაკრძალვას.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.