„მაღალმთიანი რეგიონების განვითარების შესახებ" საქართველოს კანონით გათვალისწინებული სოციალური შეღავათებით ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის დაბა ბახმაროს მოსახლეობაც ისარგებლებს, - გადაწყვეტილება ბახმაროსთვის მაღალმთიანი დასახლების სტატუსის მინიჭების შესახებ, მთის განვითარების ეროვნული საბჭოს მე-10 სხდომაზე მიიღეს.
თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერიაში გაფართოებული თათბირი გაიმართა, რომელსაც თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერი ბონდო სოფრომაძე უძღვებოდა.
ხონის მუნიციპალიტეტს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან 2019 წელს 12 პროექტი 2 639 139 ლარით დაუფინანსდა.
ქალაქ აბაშაში, სასკოლო სპორტული ოლიმპიადა 2019-ის რეგიონული თამაშები გაიმართა მაგიდის ჩოგბურთში. შეჯიბრებაში სამეგრელო-ზემო სვანეთის მუნიციპალიტეტების ჩემპიონი სკოლის გუნდები მონაწილეობდნენ.
პროექტის ფარგლებში ფშავის, ხევსურეთის, არხოტის, შატილის, არდოტისა და გუდამაყრის ხეობები ინტერნეტით დაიფარება. პროექტით განსაზღვრული სიკეთით ჯამში 76 სოფლის 1291 მუდმივი მცხოვრები (496 ოჯახი) და 4 საშუალო სკოლა ისარგებლებს. ასევე, მოეწყობა ფიქსირებული IP სატელეფონო ქსელი 50 აბონენტისთვის.
აფხაზეთში შეიარაღებული კონფლიქტის დროს დაღუპული აკაკი მანაგაძის ცხედარი ხობის მუნიციპალიტეტის ხეთის ადმინისტრაციულ ერთეულში მდებარე სასაფლაოზე, სამხედრო პატივით დაკრძალეს.
თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერმა ბონდო სოფრომაძემ, პირველ მოადგილე მანუჩარ ფანჩულიძესა და ინფრასტრუქტურის სამსახურის ხელმძღვანელ ვახტანგ იამანიძესთან ერთად, მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროცესები ადგილზე დაათვალიერა და მშენებელი კომპანიის წარმომადგენლებს გაესაუბრა.
ონის მუნიციპალიტეტის საბავშვო ბაღის სასკოლო ასაკის აღსაზრდელები ა(ა)იპ ონის მუნიციპალიტეტის სამხატვრო სკოლას ეწვივნენ.
ხონის მუნიციპალიტეტის მერმა, ლადო ჯურხაძემ სოფელ გორდში, ტურისტულ ლოკაციაზე დასრულებული სამუშოები მოინახულა და რეინჯერებს გაესაუბრა.
მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულმა ცენტრმა წამყვანი მასწავლებლის სტატუსი ხობის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების ოთხ პედაგოგს მიანიჭა და სტატუსის დამადასტურებელი სერტიფიკატი გადასცა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.