ხონის მუნიციპალიტეტის მერმა, ლადო ჯურხაძემ დღეს ლტოლვილთა დანიის საბჭოს წარმომადგენლებს უმასპინძლა და იმ ინფრასტრუქტურული ობიექტების შესახებ მიაწოდა დეტალური ინფორმაცია, რომელთა რეაბილიტაცია და მშენებლობა 2019 წელს გერმანიის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკისა( KFW) და ლტოლვილთა დანიის საბჭოს (DRC) დაფინანსებით იგეგმება.
ონის მუნიციპალიტეტის მერმა ემზარ საბანაძემ, სოფელ ირის და ვატრას დამაკავშირებელი ხიდის მშენებლობა მოინახულა.
21 მარტი, ქართული ჟურნალისტიკის დღე, ძველი და ახალი თაობის ხონელ ჟურნალისტებს ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა მიულოცეს და სიმბოლური საჩუქრები გადასცეს.
იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე ბესიკ გოფოძე ჟურნალისტებთან ერთად შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვთა დღის ცენტრს ,,თაირისი“ ესტუმრა და დაუნის საერთაშორისო დღე მიულოცა.
თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერმა ბონდო სოფრომაძემ და პირველმა მოადგილემ მანუჩარ ფანჩულიძემ, ახალთერჯოლის ადმინისტრაციულ ერთეულში მერის წარმომადგენელ ბესიკ ცხადაძესა და ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებთან ერთად სოფ. ახალთერჯოლა-ჩხარის დამაკავშირებელი გზის რეაბილიტაციის სამუშაოები დაათვალიერეს და სამშენებლო კომპანიის წარმომადგენლებს გაესაუბრნენ.
მუნიციპალიტეტის მერმა თერჯოლის კულტურის სახლის დარბაზი შეკრებილ მოსახლეობას-წარმომადგენლებს სოფლებიდან და სხვადასხვა ორგანიზაციიდან, გააცნო განხორციელებული ინფრასტრუქტურული პროექტები, ასევე ისაუბრა ბიუჯეტის შემოსულობების, მუნიციპალური სერვისების და სტრუქტურული ერთეულების მიერ გაწეული მუშაობის შესახებ.
ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის მერმა ანი მოსოიანმა, მოადგილეებსა და მუნიციპალიტეტის საკრებულოს წარმომადგენლებთან ერთად შეხვედრები გამართა როდიონოვკის, ფოკის, განძის, საღამოსა და სათხის მოსახლეობასთან.
,,სასკოლო სპორტული ოლიმპიადა 2019’’-ის ფარგლებში, იმერეთის რეგიონული თამაშები 19 მარტს გაიხსნა. გახსნის ცერემონიალი წყალტუბოს სპორტის სასახლეში გაიმართა, რომელსაც იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე იოსებ ხახალეიშვილი, ოლიმპიური ჩემპიონი, სპორტის დამსახურებული ოსტატი კახი კახიაშვილი და საქართველოს ბავშვთა და სასკოლო სპორტის ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტი კონსტანტინე ამირეჯიბი ესწრებოდნენ.
ქალაქ გარდაბანში, კულტურისა და დასვენების პარკის მიმდებარე ტერიტორიაზე, ნოვრუზ ბაირამისადმი მიძღვნილი ღონისძიებები ჩატარდა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.