ხობის მუნიციპალიტეტის მერიამ ახალი ხიბულა-საჯიჯაოს დამაკავშირებელი გზის რეაბილიტაციაზე ტენდერი გამოაცხადა.
წყალტუბოს მუნიციპალიტეტის დელეგაცია: მუნიციპალიტეტის მერი გრიგოლ იოსელიანი, მაჟორიტარი დეპუტატი ცოტნე ზურაბიანი და ტურიზმის ცენტრის მმართველის მოადგილე ირაკლი მაისაშვილი ოფიციალურ ვიზიტად საბერძნეთში იმყოფებიან.
თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერი ბონდო სოფრომაძე პირველ მოადგილე მანუჩარ ფანჩულიძესა და ინფრასტრუქტურის სამსახურის ხელმძღვანელ ვახტანგ იამანიძესთან ერთად სოფ. ბარდუბანში იმყოფებოდა, სადაც მდ. როკიანაზე ხიდის მოწყობის სამუშაოები ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს.
შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის მოადგილემ ლია გიგაურმა ნინოწმინდის მუნიციპალიტეტში შეხვედრა გამართა.
ხონის „კომპლექსურ სასპორტო სკოლას" დღეს საქართველოს ძალოსნობის ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტი, სამგზის ოლიმპიური ჩემპიონი კახი კახიშვილი, ოლიმპიური ჩემპიონი ლაშა ტალახაძე, ოლიმპიური ჩემპიონი და საქართველოს ნაკრები მთავარი მწვრთნელი გიორგი ასანიძე და ძალოსნების ეროვნული ნაკრების წევრები სტუმრობდნენ.
წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერიის საზოგადოებასთან ურთიერთობისა და ღონისძიებათა მართვის განყოფილება საინფორმაციო პორტალ www.mkhare.ge – ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით აცხადებს, რომ წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერმა გრიგოლ იოსელიანმა საჯარო სამსახურის ბიუროში ქონებრივი დეკლარაცია წარადგინა ორჯერ, 2018- 2019 წლებში.
ვანის მუნიციპალიტეტის ბზვანის ადმინისტრაციულ ერთეულში, სოფელ ბზვანის ცენტრის ბაღდათი-ვანის მაგისტრალთან შემაერთებელი გზის რეაბილიტაციის მეორე ეტაპი დაიწყო.
ხონის მუნიციპალიტეტში წყალტუბო-ცაგერის საავტომობილო გზის მე-15 კილომეტრიდან, ძეძილეთი-ნოღა-გორდის გზის სარეაბილიტაციო და მდინარეებზე ცხენისწყალი და მეჭია სახიდე გადასასვლელების სამშენებლო სამუშაოები დაიწყო.
მერიის სააქტო დარბაზში მერის წარმომადგენლებთან ადმინისტრაციულ ერთეულებში, ოთხშაბათის ტრადიციული თათბირი გაიმართა. თათბირს ვანის მუნიციპალიტეტის მერი ალექსანდრე გოგორიშვილი მოადგილეებთან ერთად დაესწრო.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.