ქალაქ გარდაბანში შიდა გზების სარეაბილიტაციო სამუშაოების შესასრულებლად, გარდაბნის მუნიციპალიტეტმა ტენდერი გამოაცხადა. წინადადებების მიღება 18 იანვარს დაიწყო და 6 თებერვალს დასრულდება.
ადიგენის მუნიციპალიტეტში სოფლის კრებები ტარდება. „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში დასაფინანსებელი პროექტების შერჩევა ადგილობრივ მოსახლეობასთან კონსულტაციებითა და სოფლის კრებებზე მიღებული გადაწყვეტილებებით ხდება.
თერჯოლის მუნიციპალიტეტში „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ განხორციელება -ადმინისტრაციულ ერთეულებში დასახლებების საერთო კრებებისა და საკონსულტაციო შეხვედრების ჩატარება დაიწყო.
2019 წლის 22 იანვარს ონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სივრცით-ტერიტორიული დაგეგმარებისა და ინფრასტრუქტურის კომისიის სხდომა გაიმართა, სადაც მერიის ზედამხედველობის სამსახურის წარმომადგენელი ბუდუ რეხვიაშვილი იყო მიწვეული.
წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერმა გრიგოლ იოსელიანმა და მერის მოადგილემ ალექსანდრე დადუნაშვილმა ქალაქის საბავშვო ბაღები დაათვალიერეს.
თოვის გამო, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ქუთაისი(მოწამეთა)-ტყიბული-ამბროლაურის საავტომობილო გზის კმ35-კმ62 (ნაქერალას უღელტეხილი) მონაკვეთზე აკრძალულია მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.
ჩხარი-ძევრის დამაკავშირებელი გზის 2,5 კმ-იანი მონაკვეთის მოწყობის სამუშაოები თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერმა ბონდო სოფრომაძემ პირველ მოადგილე მანუჩარ ფანჩულიძესთან, ინფრასტრუქტურის სამსახურის ხელმძღვანელ ვახტანგ იამანიძესა და ზედამხედველობის სამსახურის ხელმძღვანელ არჩილ ქოჩიაშვილთან ერთად დაათვალიერა.
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდმა, სკოლების მშენებლობასთან დაკავშირებით, ღია კარის დღე გამართა და სამშენებლო კომპანიებს გამოსაცხადებელი ტენდერები წინასწარ წარუდგინა.
გარდაბნის მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობით ორგანოში საკრებულოს თავმჯდომარის, ტარიელ ჯანხოთელის ხელმძღვანელობით საკრებულოს რიგგარეშე სხდომა ჩატარდა.
წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერი გრიგოლ იოსელიანი საფეხბურთო კლუბ „სამგურალის“ დირექტორს ზაზა სოფრომაძეს შეხვდა და სამომავლო გეგმები განიხილა. შეხვედრას ბიზნეს სექტორისა და საბანკო სფეროს წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.