თერჯოლა-ტყიბულის მაჟორიტარი დეპუტატის, ელგუჯა გოცირიძის ინიციატივითა და ფინანსური უზრუნველყოფით, სოფელ ზედა საზანოს საჯარო სკოლაში თანამედროვე კომპიუტერული ტექნიკით აღჭურვილი ახალი სივრცე მოეწყო.
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრატსრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილე გიორგი წერეთელი, გარდაბნის მუნიციპალიტეტში, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის თბილისი-ველი-გაჩიანი-რუსთავის საავტომობილო გზაზე, 2.2 კმ-იან მონაკვეთზე დასრულებულ სამუშაოებს გაეცნო.
ცაგერის მერიაში მუნიციპალიტეტის მერის ავთანდილ უგრეხელიძის ხელმძღვანელობით „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ მომზადების სამუშაო ჯგუფის გაფართოებული შეხვედრა გაიმართა, რომელშიც მუნიციპალიტეტის მერიისა და საკრებულოს თანამდებობის პირებთან ერთად ადმინისტრაციულ ერთეულებში მერის წარმომადგენლები, სოფლის კრებების მომზადება-ჩატარებაზე პასუხისმგებელი პირები მონაწილეობდნენ.
23 იანვარს, გარდაბნის მუნიციპალიტეტის 3 სოფელში: სააკაძეში, ზემო ქვიშიანსა და ქვემო ქვიშიანში „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ განსახორციელებლად დასაფინანსებელი პროექტების შესარჩევად, მოსახლეობასთან კონსულტაციები გაიმართა.
თერჯოლის მუნიციპალიტეტში ,,სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ განხორციელება-ადმინისტრაციულ ერთეულებში დასახლებების საერთო კრებებისა და საკონსულტაციო შეხვედრების ჩატარება გრძელდება.
წყალტუბოს მუნიციპალიტეტში „სოფლის მხარდაჭერის პროგრამა“ ყველა სოფელში განსაკუთრებული აქტიურობით მიმდინარეობს.
პროექტი საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაციის მიერ (NALAG), გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP), დანიის, შვეიცარიისა და ავსტრიის მთავრობების მხარდაჭერით, ასევე საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროსთან თანამშრომლობით, დეცენტრალიზაციის საშუალოვადიანი სტრატეგიის (2019-2025) განსაზღვრას ითვალისწინებს.
ვანის მუნიციპალიტეტის მერიაში მერის წარმომადგენლებთან ადმინისტრაციულ ერთეულებში ოთხშბათის ტრადიციული თათბირი ჩატარდა.
2019 წლის 24 იანვარს ონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომა გაიმართება, რომელზეც დეპუტატები დღის წესრიგით გათვალისწინებულ 8 საკითხს განიხილავენ.
23 იანვარს, დუშეთის მუნიციპალიტეტის მერთან, ზურაბ სეხნიაშვილთან არაგვის დაცულ ლანდშაფტთან დაკავშირებით სამუშაო შეხვედრა გაიმართა. ჩეხეთის რესპუბლიკის ბუნების კონსერვაციის სააგენტოს წარმომადგენელმა, მიხაელ ჰოშეკმა პროექტის - „არაგვის დაცული ლანდშაფტის მდგრადი მართვის უზრუნველყოფა“ - ფარგლებში, მუნიციპალიტეტთან სამომავლო თანამშრომლობის შესახებ ისაუბრა და დამსწრეებს პროექტის კოორდინატორი გაგა შეთეკაური წარუდგინა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.