ბუნებრივ მოვლენებზე აქტიური ზემოქმედების ცენტრის დაქვემდებარებაში მყოფი სეტყვის საწინააღმდეგო სისტემის, მართვის ცენტრის მიერ 10 ივნისს კახეთის რეგიონში 1360 კვადრატულ კილომეტრამდე საერთო ფართობის სეტყვასაშიში ღრუბლის მასები დამუშავდა რითაც კახეთის ექვსივე რაიონში მოსალოდნელი სეტყვა სრულად თავიდან იქნა აცილებული.
წყალტუბოს მუნიციპალიტეტში ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება გრძელდება - მიმდინარე და დასრულებული საგზაო სამუშაოები წყალტუბოს მერმა, გრიგოლ იოსელიანმა და პირველმა მოადგილემ, ზურაბ მაისურაძემ დაათვალიერეს.
ადიგენის მუნიციპალიტეტის მერიის ინიციატივითა და ორგანიზებით, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის გ. ჟვანიას სახელობის პედიატრიის აკადემიური კლინიკის ექიმებმა, 0-დან -18 წლამდე ასაკის პაციენტებში უფასო პროფილაქტიკური გასინჯვები ჩაატარეს.
ონის მუნიციპალიტეტის მერმა ემზარ საბანაძემ, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ, ბაჩანა მარკოიშვილმა და მერის წარმომადგენელმა კომანდელის ადმინისტრაციულ ერთეულში, ნუგზარ გამყრელიძემ სოფელ ხირხონისთან სასარგებლო წიაღისეულის (თაბაშირი) მომპოვებელი სამუშაოების მოსამზადებელი პროცესი მოინახულეს.
დუშეთის მუნიციპალიტეტის ლაფანაანთკარის ადმინისტრაციულ ერთეულის სოფელ აბანოსხევში გაზიფიცირების სამუშაოები დასრულდა.
ლენტეხის მუნიციპალიტეტის მერის, ბადრი ლიპარტელიანის განცხადებით, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ქუთაისი–წყალტუბო–ცაგერი–ლენტეხი–ლასდილის საავტომობილო გზის 91-ე კმ-ზე, სადაც დიდი მოცულობის მიწა-კლდის მასა იყო ჩამოსული, ავტოტრანსპორტის მოძრაობა ცოტა ხნის წინ აღდგა.
„ბუნებრივ მოვლენებზე აქტიური ზემოქმედების ცენტრის" დაქვემდებარებაში მყოფი სეტყვის საწინააღმდეგო სისტემის მართვის ცენტრის მიერ 9 ივნისს კახეთის რეგიონში 650 კვადრატულ კილომეტრამდე საერთო ფართობის სეტყვასაშიში ღრუბლის მასები დამუშავდა, რითაც კახეთის შვიდ მუნიციპალიტეტში მოსალოდნელი სეტყვა სრულად თავიდან იქნა აცილებული.
ქუთაისი–წყალტუბო–ცაგერი–ლენტეხი–ლასდილის გზაზე შეზღუდვებია დაწესებული. ამის შესახებ ინფორმაციას რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.
ბუნებრივ მოვლენებზე აქტიური ზემოქმედების ცენტრის დაქვემდებარებაში მყოფი, სეტყვის საწინააღმდეგო სისტემის, მართვის ცენტრის მიერ 8 ივნისს კახეთის რეგიონში 370 კვადრატულ კილომეტრამდე საერთო ფართობის სეტყვასაშიში ღრუბლის მასები დამუშავდა,რითაც კახეთის სამივე რაიონში მოსალოდნელი სეტყვა სრულად თავიდან იქნა აცილებული.
9 ივნისს, წყალტუბოში, სპორტის სასახლეში, სტარტს იღებს საქართველოს ღია პირველობა ბადმინტონში, რომელშიც მონაწილეობენ მეზობელი ქვეყნების წარმომადგენლებიც.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.