ხარაგაულის მერიის პრესსამსახურის ცნობით, ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიამ ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ტერიტორის ორ ლოკაციაზე, დაბა ხარაგაულსა და სოფელ საღანძილეში მინი საწარმოები განათავსა.
სოფლებში - ქვაბისხევში, ტბაზე და დაბა წაღვერში რკინა-ბეტონის გზების მშენებლობის მნიშვნელოვანი ნაწილი დასრულებულია. ამ ეტაპზე აქტიურად მიმდინარეობს დამხმარე ნაგებობის მოწყობა.
ხონის მუნიციპალიტეტის მერი ლადო ჯურხაძე და პირველი მოადგილე გელა ჩოგოვაძე სოფელ მათხოჯში მონასტერთან მისასვლელი გზისა და სანიაღვრე არხების რეაბილიტაციის პროცესს გაეცნენ და მშენებელი კომპანიის წარმომადგენლებს გაესაუბრნენ.
იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის–გუბერნატორის ადმინისტრაციის ინიციატივით, სამხედრო ნაწილში „ღია კარის დღე“ მოეწყო.
ხარაგაულის მუნიციპალიტეტს, მუნიციპალური განვითარების ფონდიდან, 150 ერთეული ნაგვის შემკრები კონტეინერი საჩუქრად გადაეცა.
გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერმა, რამაზ ბუდაღაშვილმა მოსწავლეთა 72-ე სასწავლო შემოქმედებით კონფერენციაში, რესპუბლიკურ ტურში გამარჯვებულ მოსწავლეებსა და მათ პედაგოგებს უმასპინძლა და სიგელებითა და წიგნებით დააჯილდოვა.
იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის-გუბერნატორის მოვალეობის შემსრულებელმა, გრიგოლ დალაქიშვილმა და თერჯოლის მერმა, ბონდო სოფრომაძემ მუნიციპალიტეტში მიმდინარე და დასრულებული ინფრასტრუქტურული პროექტები დაათვალიერეს.
ვანის მუნიციპალიტეტის მერიის სააქტო დარბაზში ა(ა)იპ ქალთა საინფორმაციო ცენტრის მიერ სამუშო შეხვედრა გაიმართა.
ხარაგაულის მერიის პრესსამსახურის ცნობით, ადიდებულმა ღელემ ცენტრალურ გზაზე ქვა-ღორღი გამოიტანა და ნათესები დატბორა. დაიტბორა, ასევე, რამდენიმე მოსახლის საცხოვრებელი სახლი და ეზო. დაზიანდა სასმელი წყლის სათავე ნაგებობა და მილები.
წყალტუბოში რამდენიმე დღეა შუქნიშნები ახალი რეჟიმით მუშაობს. მოძრაობის მომწესრიგებელ ხელსაწყოებზე წითელი ფერი გულით ისახება.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.