რეგიონები

ადიგენის მუნიციპალიტეტის მერიის ქალთა ოთახის ორგანიზებით, ფერმერ ქალთა ასოციაციამ ლოზუნგით „ძლიერი ფერმერი, ძლიერი სოფელი, ჯანმრთელი მომავალი თაობა“ შეხვედრა გამართა.

სრულად...

ბორჯომის მუნიციპალიტეტის სოფელ საკირეს ტყეში ორშაბათ საღამოს გაჩენილი ხანძრის ლოკალიზება ჯერჯერობით ვერ ხერხდება.

სრულად...

ახალქალაქის მუნიციპალიტეტში ინფრასტრუქტურული სამუშაოები დაიწყო, რაც ახალქალაქის ქუჩების აღდგენას უკავშირდება. ელექტრონულ ტენდერში გამარჯვებული შპს „ჯავახავტოგზა“ წინასწარ გათვალისწინებული 746 671,00 ლარის ნაცვლად 740 740.00 ლარით უზრუნველყოფს რუსთაველის ჩიხის, უნივერსიტეტისკენ მიმავალი გზის, დარბინიანის ქუჩას და აღმაშენებლის მე -3 შესახვევს აღადგენს.

სრულად...

თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერი ბონდო სოფრომაძე და საკრებულოს თავმჯდომარე ნინო ჯანელიძე მოადგილეებთან, თერჯოლა-ტყიბულის გაერთიანებული ოლქის მაჟორიტარი დეპუტატის ბიუროსა და ადგილობრივი თვითმმართველობის სხვა წარმომადგენლებთან ერთად სოფ. სიქთარვაში იმყოფებოდნენ, სადაც ადგილობრივ მოსახლეობასა და კომპანიის „სოკარ ჯორჯია პეტროლეუმის“ წარმომადგენლებს შორის შეხვედრა გაიმართა.

სრულად...

დუშეთის მუნიციპალიტეტის ჭართლის ადმინისტრაციულ ერთეულში საბავშვო ბაღი გაიხსნა. ღონისძიებას ადგილობრივ საზოგადოებასთან ერთად, დუშეთის, თიანეთისა და ყაზბეგის მაჟორიტარი დეპუტატი ზაქარია ქუცნაშვილი, მცხეთა-მთიანეთის სახელმწიფო რწმუნებული-გუბერნატორი ლევან ზაუტაშვილი, დუშეთის მერი ზურაბ სეხნიაშვილი, მოადგილე თამაზ უნდილაშვილი და დუშეთის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ინაშვილი ესწრებოდნენ.

სრულად...

ბუნებრივ მოვლენებზე აქტიური ზემოქმედების ცენტრის მიერ, 29 აპრილს, კახეთის რეგიონში, სეტყვის საწინააღმდეგო სისტემის ინტენსიური გამოყენებით 1500 კმ2-მდე საერთო ფართობის სეტყვასაშიში ღრუბლის მასები დამუშავდა რისთვისაც სისტემამ 270-მდე რაკეტა გაისროლა.

სრულად...

დუშეთის მუნიციპალიტეტმა ჩეხეთის რესპუბლიკის წარმომადგენლებს უმასპინძლა. ვიზიტის ფარგლებში, ჩეხეთის განვითარების სააგენტოს, ჩეხეთის ბუნებრივი კონსერვაციის სააგენტოსა და ჩეხეთის საელჩოს წარმომადგენლები მაღაროსკარის, ბარისახოს, ფასანაურისა და გუდამაყრის ადმინისტრაციული ერთეულების მოსახლეობას შეხვდნენ და არაგვის დაცული ლანდშაფტის შექმნის საკითხი განიხილეს. 

სრულად...

ვანის მუნიციპალიტეტში კორნელი კეკელიძის 139 წლის იუბილესადმი მიძღვნილი ლიტერატურული ღონისძიება გაიმართა. 

სრულად...

29 აპრილს, მრავალგზის მსოფლიო რეკორდსმენის, ჯუმბერ ლეჟავას სახელობის ველომარათონის - „მშვიდობის გზა“ - პროექტის ფარგლებში, ველომოგზაური ნოდარ ბერიძე ლენტეხის მუნიციპალიტეტს ესტუმრა.

სრულად...

გარდაბნის მუნიციპალიტეტის დასუფთავების სამსახურს, ა(ა)იპ „სუფთა ქალაქის“ ტექნიკურ პერსონალს დღეიდან, ახალი დიზაინით შექმნილი სამუშაო ფორმები ექნება. 

სრულად...




მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი