დედამიწის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, დუშეთის მუნიციპალიტეტის მერიისა და ა(ა)იპ „დუშეთის კეთილმოწყობისა და დასუფთავების სამსახურის’’ ორგანიზებით, ქვეშეთის ადმინისტრაციული ერთეულის სოფელ ნადიბაანში დასუფთავების აქცია გაიმართა.
ადიგენის მუნიციპალიტეტში საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგება გრძელდება. ადიგენის მერიის პრესსამსახურის ცნობით, ამ დროისთვის აქტიურად მიმდინარეობს სოფლების, იმერთუბნისა და იჯარეთის დამაკავშირებელი საავტომობილო გზის 2 კილომეტრამდე მონაკვეთის აღდგენა.
ადიგენის მუნიციპალიტეტი დედამიწის დღესთან დაკავშირებულ გარემოსდაცვით კამპანიას შეუერთდა. აღნიშნული კამპანიის ფარგლებში, მუნიციპალიტეტში დასუფთავების აქცია გაიმართა.
გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ მარტყოფში, აპარნის წმინდა გიორგის სახელობის ტაძრის მიმდებარე ტერიტორიაზე, 22 აპრილს სახალხო დღესასწაული აპარნობა აღინიშნა.
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერმა, ნიკოლოზ თოფურიძემ სოფელ ლაშეში (ზედა ლაშე) გზის რეაბილიტაციის მიზნით, ტენდერში გამარჯვებულ კომპანიასთან გაფორმებულ ხელშეკრულებას მოაწერა ხელი.
დაბა მესტიაში, ახალგაზრდულ კლუბ „ბეთქილის “ ტერიტორიაზე, პროფესიული განათლების ფესტივალი გაიმართა.
დუშეთის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე ზაქარია ხეხელაშვილი ჭოპორტის ადმინისტრაციული ერთეულის სოფელ ბულაჩაურში იმყოფებდა, სადაც ახლადშექმნილი საფეხბურთო გუნდის -„ბულაჩაურის’’ ფეხბურთელებს შეხვდა.
„დელტას“ გენერალური დირექტორის უჩა ძოძუაშვილის განმარტებით, სეტყვის საწინააღმდეგო სისტემამ საცდელ ექსპერიმენტალურ რეჟიმში მუშაობა დაასრულა და ის სამართავად შ.პ.ს. ბუნებრივ მოვლენებზე აქტიური ზემოქმედების ცენტრს გადაეცა. შ.პ.ს. ბუნებრივ მოვლენებზე აქტიური ზემოქმედების ცენტრის 100% წილის მფლობელი კვლავ სახელმწიფო რჩება.
საბავშვო ბაღის შენობა საზეიმო ვითარებაში სამცხე-ჯავახეთის გუბერნატორმა კახა სამხარაძემ, ადიგენის მუნიციპალიტეტის მერმა ზაქარია ენდელაძემ, ახალციხისა და ადიგენის მაჟორიტარმა დეპუტატმა, გიორგი კოპაძემ და ადიგენის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავჯდომარემ, იმედა მღებრიშვილმა გახსნეს.
აზიურ ფაროსანასთან საბრძოლველად ხონის მუნიციპალიტეტს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრომ სპეციალური ტექნიკა გადასცა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.