იმერეთის სახალხო დღესასწაულზე, რომელიც ქ. ქუთაისში 2 მაისს აღინიშნება ხარაგაული მრავალფეროვანი, ქართული ხალხური რეწვის ნიმუშებით, ხელნაკეთი წნულებითა და თიხის ნაწარმით წარსდგა.
ქუთაისში გვირილობის დღესასწაული განსხვავებულად იზეიმეს. იმერეთის სამხარეო ადმინისტრაციის ინიციატივით, „გვირილობა 2018“ მუხნარის ტყეში საქველმოქმედო ღონისძიებებით აღინიშნა.
თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერი ბონდო სოფრომაძე პირველ მოადგილე მანუჩარ ფანჩულიძესა და თანაშემწე გიორგი ამირანაშვილთან ერთად სოფ. გოდოგანში იმყოფებოდა, სადაც სოფლის ცენტრში არსებული სტადიონი დაათვალიერეს და მის რეაბილიტაცია-შეკეთებაზე იმსჯელეს.
გვირილობის დღესასწაული მუხნარის ტყე- პარკში იმერეთის 12-ვე მუნიციპალიტეტმა განსხვავებულად აღნიშნა. ტრადიციად ქცეული იმერული კუთხისა და სამზარეულოს პრეზენტაცია ნაცვლად გაიმართა გამოფენა-გაყიდვები, კულტურული და სპორტული ღონისძებები.
ონის მუნიციპალიტეტის მერმა, ემზარ საბანაძემ ონში წყალმომარაგების სისტემის აღდგენითი სამუშაოები მოინახულა.
ფასანაურში, 28-29 აპრილს, ზიპლაინის და ჯომარდობის სეზონი გაიხსნა. ზიპლაინის ეროვნული ფედერაციის, მოლაშქრეთა და მოგზაურთა კლუბ „მსოფლიოში დაკარგულებისა" და ფასანაურის საჯომარდო ბანაკის ორგანიზებით, ტური მოეწყო.
დუშეთის მუნიციპალიტეტის ჭართლის ადმინისტრაციულ ერთეულში ნაპირსამაგრი სამუშაოები მიმდინარეობს. სოფელ ჭართალში დასრულებულია ნაპირსამაგრი გაბიონების მოწყობა, ხოლო სოფელ დოლასქედიდან სოფელ ვაშლობის მიმართულებით მიმდინარეობს ხევის კალაპოტის გაწმენდა-გაფართოება
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ხელმძღვანელის, გიორგი მღებრიშვილის განცხადებით, ბორჯომის მუნიციპალიტეტის სოფელ საკირეში, სადაც ხანძარი ამჟამად უკვე ლოკალიზებულია, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის დამატებითი ძალები იქნება მობილიზებული.
დუშეთის მუნიციპალიტეტში, დაბა ჟინვალში, ა(ა)იპ „დუშეთის სასპორტო გაერთიანების’’ ორგანიზებით, გაიმართა საქართველოს დამსახურებული მწვრთნელის, ბესიკ ბუზალაძის ხსოვნისადმი მიძღვნილი ტურნირი ჭიდაობა-ძიუდოში.
წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერმა გრიგოლ იოსელიანმა, ისრაელის დელეგაცია მიიღო. შეხვედრას მერის მოადგილე ალექსანდრე დადუნაშვილი, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე პაატა ახალაძე და მერიის კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახურის უფროსი რიმა მარგიანი ესწრებოდნენ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.