თბილისში, სასტუმრო იოტაში, ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულის-გუბერნატორის, გრიგოლ ნემსაძის ინიციატივითა და საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მხარდაჭერით, ტურისტული ფორუმი გაიმართა, რომელსაც რეგიონის მუნიციპალიტეტების მერებთან ერთად, გარდაბნის მერი რამაზ ბუდაღაშვილიც ესწრებოდა.
მესტიის მუნიციპალიტეტს რაინჰოლდ მესნერი სტუმრობს. მესტიის მერიის პრესსამსახურის ცნობით, სახელგანთქმული ალპინისტი სვანეთს საქმიან ვიზიტად ეწვია.
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ რომეო მიქაუტაძემ, იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის პირველმა მოადგილემ გრიგოლ დალაქიშვილმა, ხონის მუნიციპალიტეტის მერმა ლადო ჯუხრაძემ და კომპანია „სოკარი ჯორჯია გაზის“ დირექტორმა აზერ მამმადოვმა სოფლებშ - დიდ გუბში, პატარა გუბსა და შუა გუბში ახლადაშენებული გაზგამანაწილებელი ქსელი დაათვალიერეს.
წყალტუბოში თამბაქოს კონტროლის შესახებ კანონის აღსრულებასთან დაკავშირებით საინფორმაციო ხასიათის აქცია - „არა თამბაქოს“ გაიმართა. ცენტრალური პარკის ტერიტორიაზე ქალაქის პირველი, სოფელ გუბისწყლისა და ბანოჯის სკოლების მოსწავლეებმა მოაწყვეს ფლეშმობები, სპორტული აქტივობები, განიხილეს თამბაქოს მავნებლობისა და ჯანსაღი ცხოვრების წესის პროპაგანდის თემები, სამხატვრო სკოლამ წარმოადგინა თემატური ნამუშევრები.
თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერი ბონდო სოფრომაძე საკრებულოს თავმჯდომარე ნინო ჯანელიძესა და მუნიციპალიტეტის სხვა ხელმძღვანელ პირებთან ერთად, საქველმოქმედო ღონისძიებას -სვეტიცხოვლის ტაძრის დეკანოზის მამა პეტრე კოლხის (კვარაცხელიას) პოეზიის საღამოს დაესწრო.
დუშეთის მუნიციპალიტეტის მერიისა და საკრებულოს ორგანიზებით, ჯუთა-როშკის გზის მშენებლობის პროექტის საჯარო განხილვა გაიმართა.
თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერი ბონდო სოფრომაძე პირველ მოადგილესთან, მანუჩარ ფანჩულიძესთან ერთად, ა(ა)იპ თერჯოლის დასუფთავებისა და კეთილმოწყობის მუნიციპალურ ცენტრში იმყოფებოდა.
დუშეთის მუნიციპალიტეტის ქვეშეთის ადმინისტრაციულ ერთეულში ლომისობის დღსასწაულისთვის ემზადებიან.
მუნიციპალიტეტის მერიის პრესსამსახურის ინფორმაციით, ტრეინინგი შეფასების სისტემის დანერგვას შეეხებოდა.
აზიური ფაროსანას საწინააღმდეგო ღონისძიებები აქტიურად მიმდინარეობს. ვანის მუნიციპალიტეტში, დღეიდან მობილიზებული იქნება 7 ერთეული მაღალი გამავლობის სპეციალიზებული ტექნიკა შესაწამლი აგრეგატებით, მათ შორის 4 თერმული ნისლის აგრეგატი, 2 ცივი შესხურების ტექნიკა და 1 სატრაქტორე აგრეგატი იქნება.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.