დუშეთში, ფასანაურის ადმინისტრაციული ერთეულის ხანდოს ხეობაში ინფრასტრუქტურული ღინისძიებები მიმდინარეობს. სამუშაოები მუნიციპალიტეტის მერის მოადგილემ, ზაქარია ხეხელაშვილმა მოინახულა.
წყალტუბო ტურისტული სეზონისთვის ემზადება - ადგილობრივმა თვითმმართველობამ თანაქალაქელებსა და წყალტუბოს სტუმრებს მუსიკალური სიურპრიზი მოუწყო.
„მოსწავლე-ახალგაზრდობის სპორტში მასობრივი ჩართვის ეროვნული პროგრამის ფარგლებში" საქართველოს „ბავშვთა და სასკოლო სპორტის ეროვნული ფედერაციის’’ კოორდინაციით, 24 თებერვლიდან „სასკოლო სპორტული ოლიმპიადა-2018’’ დაიწყო.
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფლებში ახლად დაგებულ გზებზე მყარი ნარჩენების შემკრები კონტეინერები განთავსდა.
დუშეთის მუნიციპალიტეტში ბარისახოსა და მაღაროსკარის ადმინისტრაციულ ერთეულებში სამანქანე გზების აღდგენითი სამუშაოები ხორცილდება.
თერჯოლის მუნიციპალიტეტში დედამიწის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი ღონისძიების ფარგლებში, სამხატვრო სკოლის მოსწავლეებმა ახალგაზრდულ სკვერში არსებული ღია სცენა მოხატეს.
თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერი ბონდო სოფრომაძე პირველ მოადგილესთან, მანუჩარ ფანჩულიძესა და შესაბამისი სამსახური წარმომდგენლებთან ერთად, სოფელ ნახშირღელეში მდინარე ყვირილას სანაპიროზე იმყოფებოდა, სადაც სტიქიური მოვლენების შედეგად მდინარეზე არსებული ბორანი ჩაიძირა.
ზემო სვანეთში მთებს მართლაც განსაკუთრებული ხიბლი აქვს, იზიდავს უამრავ მნახველს, მაგრამ ჩვენი ქვეყანა მხოლოდ მაშინ იქნება წელგამართული, როცა მთაში მცხოვრებ ჩვენს ხალხს ცხოვრებისა და განვითარების ყველა პირობა ექნება, განაცხადა საქართველოს პრემიერ მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა ზუგდიდში „ქართული ოცნების“ რეგიონულ კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას.
გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულოში რიგგარეშე სხდომა ჩატარდა, რომელზეც წარმომადგენლობითი ორგანოს წევრებმა დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხები განიხილეს.
ნინოწმინდაში დღეს სომეხთა გენოციდის 103 წლისთავი აღნიშნეს. აღნიშნულ დღესთან დაკავშირებით, ნინოწმინდისა და ახალქალაქის მაჟორიტარმა დეპუტატმა, ენზელ მკოიანმა და ნინოწმინდის მერმა, ანი მოსოიანმა მსხვერპლთა წმინდა ხსოვნას პატივი მიაგეს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.