საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, 6 აპრილი საქართველოში გლოვის დღედ გამოცხადდა. მთელი ქვეყნის მასშტაბით სახელმწიფო დროშები ყველა ადმინისტრაციულ შენობაზე დაეშვა.
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩრდილში, კაოთის უბანში, 1 300-მეტრიანი საგზაო მონაკვეთის სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს.
ხონის მუნიციპალიტეტის მერმა სპორტის დღესთან დაკავშირებით ღვაწლმოსილი სპორტსმენები დააჯილდოვა.
ცაგერის მუნიციპალიტეტში მიმდინარე წელს არაერთი მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტი განხორციელდება. როგორც ცაგერის მერმა, ავთანდილ უგრეხელიძემ GUARDIAN.GE-ს განუცხადა, მსხვილი პროექტების აბსოლუტურ უმრავლესობას რეგიონული და მუნიციპალური განვითარების ფონდები აფინანსებენ.
ცაგერის მუნიციპალიტეტის ტურისტულად მიმზიდველი ადგილების კეთილმოწყობის სამუშაოებისათვის 625 570 ლარია გამოყოფილი, ტენდერები ჩატარებულია და სამუშაოები უახლოეს მომავალში დაიწყება.
თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე მანუჩარ ფანჩულიძე, საკრებულოს თავმჯდომარე ნინო ჯანელიძესა და მუნიციპალიტეტის სხვა ხელმძღვანელ პირებთან ერთად სოფელ გოგნის საბავშვო ბაღში გამართულ ღონისძიებას დაესწრო.
გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერმა, რამაზ ბუდაღაშვილმა და საკრებულოს თავმჯდომარემ, ტარიელ ჯანხოთელმა მუნიციპალიტეტის წარმატებულ სპორტსმენებს, საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრების წევრებს, გურამ თუშიშვილსა და გიორგი ქავთარაძეს უმასპინძლეს და მიღწეული გამარჯვება მიულოცეს.
ხონის მუნიციპალიტეტის სოფლების გაზიფიცირება აქტიურად მიმდინარეობს. დღეს, სოფელ ჩაის მეურნეობაში ოჯახებში ბუნებრივი აირის შეყვანისა და ანთების პროცესში ხონის მუნიციპალიტეტის მერის პირველმა მოადგილემ გელა ჩოგოვაძემ და მერის მოადგილე გერასიმე მჟავანაძემ მიიღეს მონაწილეობა.
საქართველოში ბუნებრივი აირი დამატებით 17 517 ოჯახს მიეწოდება, - გაზიფიცირებისთვის საჭირო საპროექტო და სამშენებლო სამუშაოებს საქართველოს მთავრობა კიდევ 19 მუნიციპალიტეტის 80 სოფელსა და 1 ქალაქში განახორციელებს.
31 მარტს, დუშეთის მუნიციპალიტეტის მერიის ორგანიზებით, ჟინვალის ადმინისტრაციულ ერთეულში, მცხეთის სამედიცინო ცენტრმა მოაწყო უფასო სამედიცინო აქცია. აქციის ფარგლებში ჟინვალის ადმინისტრაციული ერთეულის მოსახლეობამ უფასო სამედიცინო კონსულტაციებით ისარგებლა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.