ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ შილდას მიმდებარედ, ტყის მასივში გაჩენილი ხანძარი ლოკალიზებულია. ინფორმაციას შსს ავრცელებს.
შინაგან საქმეთა სამინისტრო მთა–თუშეთში, ყვარლის, თელავისა და ყაზბეგის მუნიციპალიტეტებში ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. უწყების ცნობით, ოთხივე ლოკაციაზე სამუშაოები უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს.
თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ართანას მიმდებარე ტერიტორიაზე ხანძარია. ცეცხლი კოხტას მთაზე ხეებს უკიდია.
მესტიის მუნიციპალიტეტში სტიქიის სალიკვიდაციო ღონისძიებები მიმდინარეობს. როგორც GUARDIAN.GE-ს მესტიის გამგებელმა, კაპიტონ ჟორჟოლიანმა განუცხადა, ამ დროისთვის მუნიციპალიტეტისთვის სტიქიის შედეგად მიყენებული ზარალის ოდენობა უცნობია.
მესტიის მუნიციპალიტეტის სხვადასხვა ტერიტორიულ ერთეულში, გადაუღებელი წვიმის შედეგად, საგზაო ინფრასტრუქტურა, მათ შორის, შიდა სასოფლო გზები, ხიდები, გზისა და ნაპირდამცავი გაბიონები დაზიანდა.
ქალაქ ახალციხის მუნიციპალიტეტში მერიის მიერ დაგეგმილი 25 ქუჩიდან, გაკეთებული და აღდგენილია 16 ქუჩა, გაკეთდა ეზოები და დასრულდა ქალაქის მაგისტრალური ტროტუარი კოტავას ქუჩაზე. მიმდინარეობს სკვერების მშენებლობის პროცესი.
შს მინისტრმა, გიორგი მღებრიშვილმა აბასთუმანში, შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის საველე შტაბში, თათბირი ჩაატარა, რომელზეც ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნულ პარკში, აბასთუმნის მიმდებარედ, შერეულ ტყის მასივში გაჩენილი ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოები შეაფასეს და ძალების გადანაწილების ახალი გეგმა შეიმუშავეს.
ხონის მუნიციპალიტეტის გამგებლის პირველი მოადგილე გელა ჩოგოვაძე და ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსი ილია ყუფარაძე ქალაქ ხონის ისტორიულ მუზეუმს ესტუმრნენ და განხორციელებული სამუშაოები დაათვალიერეს.
ახალციხეში როინ სუდაძის სახელობის თასზე ტურნირი მინიფეხბურთში დასრულდა. სპორტულ ასპარეზობაში მონაწილეობას, ადგილობრივი ორგანიზაცია-დაწესებულებების და უბნების გუნდები იღებდნენ.
მესტიის მუნიციპალიტეტის გამგეობის სააქტო დარბაზში საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის პირველმა მოადგილემ სოლომონ პავლიაშვილმა ხე–ტყით სარგებლობასთან დაკავშირებით სამუშაო სახის შეხვედრა გამართა. შეხვედრამ კითხვა–პასუხის რეჟიმში ჩაიარა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.