ხობის მუნიციპალიტეტის ჭალადიდის ადმინისტრაციულ ერთეულში, სოფელ საბაჟოში, საბავშვო ბაღის გადახურვა მიმდინარეობს. პროექტის შესაბამისად, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის ასევე მოეწყობა პანდუსი.
მესტიის მუნიციპალიტეტის მულახის ტერიტორიულ ერთეულში ძლიერი წვიმის შედეგად საგზაო ინფრასტრუქტურა დაზიანდა. მიმდინარეობს სალიკვიდაციო სამუშაოები. მობილიზებულია სპეციალური ტექნიკა.
ტყიბულის მუნიციპალიტეტში, ქალაქის შიდა გზების აღდგენითი სამუშაოები მიმდინარეობს. მიმდინარე სამუშაოები, მუნიციპალიტეტის გამგებელმა, მოადგილესთან და შესაბამისი სამსახურის უფროსებთან ერთად, პირადად მოინახულა.
სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ მაღაროში შიდა საუბნო გზების აღდგენითი სამუშაოები დასრულდა. პრეოქტის ფარგლებში სოფლის ორ უბანში ასფალტო-ბეტონის გზის საფარი და სანიაღვრეები მოეწყო.
სამტრედიის მუნიციპალიტეტის ეწერის თემში, მინი-ფეხბურთში, ტურნირი დასრულდა. შეჯიბრი ახლად მოწყობილ სტადიონზე უბნებს და მომიჯნავე სოფლის გუნდებს შორის გაიმართა და მას მუნიციპალიტეტის გამგებელი ვალერი ფოცხვერია და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები დაესწრნენ.
სიღნაღის მუნიციპალიტეტში რთველი აქტიურ ფაზაში შევიდა. ამ დროისათვის სიღნაღის მუნიციპალიტეტში დაკრეფილია 1200 ტონა ყურძენი. წინასწარი მონაცემებით, მოსავალმა 20 000 ტონა უნდა შეადგინოს.
საქართველოს პრემიერ მინისტრის, გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, ჩქაროსნული ავტომაგისტრალის შემადგენელი რიკოთის უღელტეხილის მონაკვეთის მშენებლობის დაწყება მომავალი წლისთვის იგეგმება.
საქართველოს პრემიერ მინისტრის, გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, ჩქაროსნული მაგისტრალის ზემო ოსიაური-ჩუმათელეთის ერთდროულად ორი მონაკვეთის მშენებლობა იწყება, რომელიც ჯამში 15 კილომეტრამდეა.
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, მმართველი გუნდი ქუთაისის პარლამენტის სასახლის რეაბილიტაციას გეგმავს.
ხონის მუნიციპალიტეტის რამდენიმე სოფელში, კერძოდ, ივანდიდში, ახალშენში, გუბში, ნახახულევში, კონტუათში, დედალაურში, საწულუკიძეოში, ქვიტირსა და გვაზაურში გაზიფიცირების სამუშაოები მიმდინარეობს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.