ხობის მუნიციპალიტეტში, ხამისკურის ადმინისტრაციულ ერთეულში, სპორტული მოედნის კეთილმოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს. სამუშაოს, რომლის სახელშეკრულებო ღირებულება 45700 ლარს შეადგენს, შპს „აფო" ახორციელებს.
დაბა მესტიაში ფეხბურთისა და ჩოგბურთის სპორტული მოედნების კეთილმოწყობა დაიწყო. სამუშაოებს მესტიის მუნიციპალიტეტის გამგეობის მიერ გამოცხადებულ ელექტონულ ტენდერში გამარჯვებული კომპანია შპს „დოკა სპორტი" ახორციელებს.
ხობის მუნიციპალიტეტში შუა ხორგა-ქარიატა-ყულევის დამაკავშირებელი გზის აღდგენა მიმდინარეობს. სამუშაოებს საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება - საავტომობილო გზების დეპარტამენტი ახორციელებს.
მარტვილში სანიაღვრე არხების მოწყობის სამუშაოები გრძელდება. პროექტის ღირებულება 1 447 768 ლარს შეადგენს. სამშენებლო სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული კომპანია „შარა-გზამშენი პირველი" ასრულებს.
ხულოს მუნიციპალიტეტში, შავნაბადას მთაზე, ტყის მასივში გაჩენილი ხანძრის ქრობის პროცესი უწყვეტ რეჟიმში გრძელდება.
ხობის მუნიციპალიტეტის საგვიჩიოს ადმინისტრაციულ ერთეულში, რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდისა და ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით, ცენტრალური გზის აღდგენითი სამუშაოები მიმდინარეობს.
ხულოში ხანძრის სალიკვიდაციო შტაბმა, აჭარის მთავრობის თავმჯდომარის ზურაბ პატარაძის ხელმძღვანელობით, მუშაობა დილის 6 საათიდან განაახლა.
ხობის მუნიციპალიტეტის პატარა ფოთის ადმინისტრაციულ ერთეულში რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდისა და ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით, გზის აღდგენის პროექტი ხორციელდება.
ეროვნული სატყეო სააგენტოს ხელმძღვანელის, თორნიკე გვაზავას განცხადებით, თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ართანაში, კოხტას მთაზე ცეცხლის ღია კერები აღარ არის. მისი ვარაუდით, დღის ბოლოსკენ ხანძარი სრულად ლოკალიზებული იქნება.
დღეს თერჯოლის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოვალეობის შემსრულებელმა თემურ ქოჩიაშვილმა და საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე სოფიო ბუსკივაძემ მუნიციპალიტეტის სხვა ხელმძღვანელ პირებთან და ვანო ხუხუნაიშვილის მეგობრებთან ერთად ეროვნული მოძრაობის ლიდერისა და სახელმწიფო მოღვაწის საფლავი გვირგვინით შეამკეს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.