გარემოს დაცვის სამინისტროს ცნობით, ბორჯომის ხეობაში, არჯევანის ტყიდან ხანძრის მიმართულებით თროთის მთამდე 3-კილომეტრიანი გზა გაიჭრა, რამაც შესაძლებელი გახადა ხანძრის მთავარ კერამდე ტექნიკის შეუფერხებელი გადაადგილება.
ბორჯომის მუნიციპალიტეტში, ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოები მთელი ღამის განმავლობაში სრული დატვირთვით მიმდინარეობდა, ბოლო ინფორმაციით, დამწვარია რამდენიმე ათეული ჰექტარი ფართობი, ხანძრის კერების ლოკალიზებისა და შემდგომი ლიკვიდაციის მიზნით, მობილიზებულია ყველა შესაბამისი უწყება. საგანგებო შტაბი, მთავრობა, პრემიერ-მინისტრის გიორგი კვირიკაშვილის ხელმძღვანელობით, 24 საათიან რეჟიმში მუშაობს.
საქართველოს პრემიერ მინისტრი ბორჯომის ხეობაში რჩება. სტიქიის ზონაში მყოფი გიორგი კვირიკაშვილი მოსახლეობას და მაშველებს შეხვდა.
დაბა წაღვერში პრემიერ მინისტრის თავმჯდომარეობით გამართული საგანგებო შტაბის სხდომის დასრულების შემდეგ გიორგი კვირიკაშვილმა განაცხადა, რომ ცეცხლის დასახლებულ პუნქტებზე, მათ შორის არც დაბა ბაკურიანში გავრცელების საფრთხე და „პანიკის საფუძველი არ არსებობს“ და შტაბის მიერ შემუშავებული სამი ფრონტის მიმართულებით, სამშაბათს, გამთეენიიდან ბორჯომის მუნიციპალიტეტის სოფელ დაბის მიმდებარე ტერიტორიაზე ხანძრის წინააღმდეგ ბრძოლა მეზობელი სახელმწიფოების ტექნიკის დახმარებით ერთიანი ფრონტით განახლდება.
ბორჯომის მუნიციპალიტეტის სოფელ დაბის მიმდებარე ტერიტორიაზე მასშტაბური ხანძრის ჩასაქრობად სამშაბათ დილიდან საქართველოს თურქული მხარეც დაეხმარება. ამის შესახებ სტიქიის ზონაში ჩასულმა პრემიერ მინისტრმა, გიორგი კვრიკაშვილმა განაცხადა.
საქართველოს პრემიერ მინისტრის, გიორგი კვირიკაშვილის დავალებით, ბორჯომის მუნიციპალიტეტის სოფელ დაბასთან მთის ფერდობზე გაჩენილი ხანძრის მაქსიმალურად მოკლე ვადაში ლიკვიდაციის მიზნით, საგანგებო შტაბი შეიქმნა.
სამცხე-ჯავახეთის გუბერნატორის, აკაკი მაჭუტაძის თქმით, ბორჯომის მუნიციპალიტეტში, სოფელ დაბას მიმდებარე ტერიტორიაზე ტყის მასივში გაჩენილი ხანძრის ჩაქრობაში მონაწილეობას აზერბაიჯანული ვერტმფრენიც მიიღებს.
თერჯოლის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოვალეობის შემსრულებელმა, თემურ ქოჩიაშვილმა მუნიციპალიტეტში არსებულ მნიშვნელოვან საკითხებზე, მიმდინარე ინფრასტრუქტურულ და სოციალურ პროექტებზე სამსახურის უფროსებისა და ადმინისტრაციულ ერთეულებში გამგებლის წარმომადგენლებისგან ერთი კვირის მანძილზე გაწეული სამუშაოს შესახებ ანგარიში მოისმინა.
მარტვილში, ა(ა)იპ მარტვილის კომპლექსური სასპორტო სკოლის ორგანიზებით, საქართველოს კიკბოქსინგისა და ტაიბოქსის ეროვნული ფედერაციის თანხმობით, კიკბოქსინგში საერთაშორისო ტურნირი ჩატარდა.
გარემოს დაცვის სამინისტროს ცნობით, ბორჯომის ხეობაში ხანძრის სრულად ლიკვიდაციის შემდეგ დაიწყება ტერიტორიის დეტალური შესწავლა, რომლის დროსაც დაზუსტდება გარემოზე მიყენებული ზიანი და დაიგეგმება შემდგომი ღონისძიებები.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.