სამტრედიის მუნიციპალიტეტში, გომის თემში გზის ასფალტ-ბეტონის საფარით მოწყობის მოსამზადებელი სამუშაოები დაიწყო. მუნიციპალიტეტის გამგეობის ინფორმაციით, ე.წ. ნიკურაძეების უბანში 2 კმ გზა დაიგება.
სამტრედიის მუნიციპალიტეტში გზების ასფალტ-ბეტონის საფარით მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს. მუნიციპალიტეტის გამგებელმა ვალერი ფოცხვერიამ, სამუშაოები თავად დაათვალიერა.
მარტვილის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა რუსეთ-საქართველოს აგვისტოს ომში გარდაცვლილთა ხსოვნას პატივი მიაგეს, დაღუპულთა ხსოვნის მემორიალი და საფლავები ყვავილებით შეამკეს.
თერჯოლის მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელმა პირებმა 8 აგვისტოს ომში დაღუპულ გმირებს პატივი მიაგეს, გმირთა მემორიალები, საფლავები და ოჯახის წევრები მოინახულეს. მათ გვირგვინებითა და ყვავილებით შეამკეს მემორიალი და წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს გმირთა ნათელ ხსოვნას.
ხონის მუნიციპალიტეტში 8 აგვისტოს ომში დაღუპულ გმირებს პატივი მიაგეს და მათი საფლავები გვირგვინებით შეამკეს. 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომს ხონიდან ოთხი ახალგაზრდა შეეწირა.
ასპინძის მუნიციპალიტეტში 2008 წლის 8 აგვისტოს საქართველოს თავისუფლებისათვის დაღუპული გმირი ტარიელ ქამაშიძე გაიხსენეს და მისი სახელობის მემორიალი ყვავილებით შეამკეს.
ხობის მუნიციპალიტეტში 8 აგვისტოს ომის დროს დაღუპული 9 ხობელი გმირის ხსოვნას პატივი მიაგეს და მემორიალი ყვავილებით შეამკეს ხობის მუნიციპალიტეტის გამგებელმა გოჩა ქაჯაიამ, საკრებულოს თავმჯდომარე ედიშერ ჯობავამ, ადგილობრივი თვითმმართველობისა და საზოგადოების წარმომადგენლებმა.
ხობში აგვისტოს ომის დროს დაღუპული რეზერვისტის, მიხეილ იოსავას სახელობის თასის გათამაშება ბილიარდში დასრულდა. 20 ადგილობრივი მობილიარდე ტურნირის გამარჯვებულის ტიტულის მოსაპოვებლად ბილიარდის ორ სახეობაში - „პული" და „თავისუფალი პირამიდა“ ეჯიბრებოდა ერთმანეთს.
ადიგენის მუნიციპალიტეტში საქართველოს ერთიანობისთვის დაღუპული გმირები გაიხსენეს. ადიგენის გამგებელმა, ზაქარია ენდელაძემ გმირთა მემორიალი ყვავილებით შეამკო.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.