ხონში სასმელი წყლის დაზიანებული მილსადენის აღდგენითი სამუშაოები მიმდინარეობს. აღნიშნულ ინფორმაციას ხონის მუნიციპალიტეტის გამგეობა ავრცელებს.
ხობში, მიხეილ იოსავას სახელობის გარდამავალ თასზე ხობის მუნიციპალიტეტის პირველობამ ბილიარდში სტარტი აიღო. ტურნირი ბილიარდის ორ სახეობაში „პული“ და „თავისუფალი პირამიდა“ ტარდება და მასში 20 მობილიარდე მონაწილეობს.
საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს ხელშეწყობით, ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელობის, გამგეობის კულტურის სამსახურის ორგანიზებითა და დახმარებით, ნინოწმინდის კულტურის ცენტრში, ინიცირებული პროექტის „მრავალფეროვანი საქართველო“ ფარგლებში კონცერტი გაიმართა.
შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ქუთაისი-ალპანა-მამისონის უღელტეხილის საავტომობილო გზის 15.2-კმ-იანი მონაკვეთის აღდგენითი სამუშაოები მიმდინარეობს.
ტყიბულის მუნიციპალიტეტის გამგეობის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახურისა და ჩეხური არასამთავრობო ორგნიზაცია „PIN“-ს ძალისხმევით, ტყიბულში სოციალური სამრეცხაო გაიხსნა, რომლითაც ყოველთვიურად 100-მდე მოქალაქე ისარგებლებს.
სსიპ „შემოქმედებითი საქართველოს“ სამუშაო ჯგუფი სიღნაღს ესტუმრა. ორგანიზაციის თანამშრომლები სიღნაღის მუნიციპალიტეტში ადგილობრივი თვითმმართველობის და კულტურის ობიექტების წარმომადგენლებს შეხვდნენ.
მესტიის მუნიციპალიტეტის გამგეობის სააქტო დარბაზში სემინარი „თვითმმართველობის არჩევნების შესახებ ცნობიერების ამაღლება ადგილობრივი სამოქალაქო ორგანიზაციებისა და თვითმმართველობების ჩართულობით" გაიმართა. პროექტი ევროკავშირის მხარდაჭერით ხორციელდება და მიზნად ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შესახებ საზოგადოების ცნობიერების ამაღლებას ისახავს.
ხონისა და ვანის მაჟორიტარი დეპუტატი გიორგი ლილუაშვილი ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, ხონში მიმდინარე ინფრასტრუქტურულ პროექტებს გაეცნო და მშენებლებს გაესაუბრა.
რა არის ევროსაბჭოს COMUS-ის პროგრამა, რომელიც დუშეთში ხორციელდება და რომელი ისტორიული შენობების აღდგენა იგეგმება ძველ ქართულ ქალაქში, და რა ზეგავლენას მოახდენს დუშეთის ინფრასტრუქტურის განვითარებასა და სოციალური ყოფის გაუმჯობესებაზე რესტავრირებული შენობებისთვის ახალი ფუნქციის მინიჭება, ამის შესახებ GUARDIAN.GE-ს ვრცლად ესაუბრა ლევან მნათობიშვილი.
ხვამლის მთისკენ მიმავალი საავტომობილო გზის აღდგენას არ გამორიცხავს ცაგერის მუნიციპალიტეტის გამგებელი რევაზ ბენიძე, რომელიც ამბობს, რომ მხარის გუბერნატორის ძალისხმევით აღნიშნული მთისკენ - რომელიც „ძალიან მისტიური ადგილია და რომელთანაც დაკავშირებულია ორი დიდი ანტიკური ხანის ლეგენდა - ლეგენდა პრომეთეზე და არგონავტებზე“ - მიმავალი გზის აღდგენა განიხილება, თუმცა ჯერ კონკრეტული გადაწყვეტილება მიღებული არ არის.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.