სიღნაღის მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელობამ და საჯარო მოხელეებმა მოქალაქეებთან ერთად აგვისტოს ომის მე-9 წლისთავთან დაკავშირებით, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის ომში დაღუპული გმირების მემორიალი ყვავილებით შეამკეს და მათ ხსოვნას პატივი მიაგეს.
ახალციხეში 2008 წლის აგვისტოს ომის მე-9 წლისთავთან დაკავშირებით, საქართველოს ერთიანობისათვის ბრძოლაში დაღუპულთა ხსოვნის პატივსაცემად დაღუპულ გმირთა მემორიალი გვირგვინითა და ყვავილებით შემაკეს.
მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ კურზუს დღვანას უბანში გზის მშენებლობა დაიწყო. პროექტის ღირებულება 422 315 ლარს შეადგენს, სამშენებლო სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული კომპანია „არქეოპოლისი" ასრულებს. ამ ეტაპზე დასაქმებულია 10 ადამიანი.
ხონის მუნიციპალიტეტის გორდის ადმინისტრაციული ერთეულის მოსახლეობას თვალის კლინიკა „ოფთალმიჯის" კვალიფიციურმა ექიმებმა თვალის უფასო გამოკვლევები ჩაუტარეს და შესაბამისი კონსულტაციები გაუწიეს.
თერჯოლაში, სამედიცინო ცენტრ „თერჯოლა მედში“ მიმდინარე წლის 1-ელ ნოემბრამდე უფასო ქირურგიული ოპერაციები ჩატარდება.
ხულოს მუნიციპალიტეტში, კურორტ ბეშუმში ტრადიციული სახალხო დღესასწაული „შუამთობა“ აღინიშნა. ღონისძიებას საქართველოს ხელისუფლებისა და სხვადასხვა მუნიციპალიტეტის წარმომადგენლებთან ერთად ადიგენის მუნიციპალიტეტის გამგებელი ზაქარია ენდელაძე ესწრებოდა.
ოზურგეთის მუნიციპალიტეტში ასკანა-მშვიდობაური-ბახვის გზის აღდგენა დასრულდა. საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის ცნობით, პროექტზე მუშაობა 2016 წელს დაიწყო.
სამტრედიის მუნიციპალიტეტის გამგებელმა, ვალერიანე ფოცხვერიამ ნაბაკევის ადმინისტრაციულ ერთეულში გზის სამშენებლო სამუშაოები მოინახულა.
ნაბაკევის თემის სოფელ ნინუაკუთხეში 1 370 გრძივი მეტრი ასფალტ-ბეტონის საფარი იგება.
ასპინძაში რეგიონული ფოლკლორული ფესტივალი „ფუძეობა“ გაიმართა. ფესტივალი კომპანია GeoTourist-ი ს სოციალური პროექტია (სახალხო დღესასწაული), რომლის მიზანი საქართველოს რეგიონული კულტურის განვითარების ხელშეწყობა და მხარდაჭერაა.
სამტრედიის მუნიციპალიტეტის სოფელ დიდ ჯიხაიშში ადგილობრივი თვითმმართველობისა და „ჯეოსპიტალსის" ერთობლივი უფასო სამედიცინო გამოკვლევების აქცია ჩატარდა. „ჯეოსპიტალსის" სამტრედიის მრავალპროფილური სამედიცინო ცენტრის ექიმთა ჯგუფმა ადგილობრივებს თითქმის ყველა მიმართულების სამედიცინო კვლევა ჩაუტარა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.