ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის გამგეობის ცნობით, სპექტაკლი და სპეციალური გამოფენა, რომელიც ილია ჭავჭავაძის საიუბილეო წელს მიეძღვნა, შემოქმედებითმა გაერთიანებამ „ეროვნული იმპერატივი", ილია ჭავჭავაძის საქველმოქმედო ფონდმა, ნოდარ დუმბაძის სახელობის მოზარდმაყურებელთა სახელმწიფო თეატრმა წარმოადგინა.
ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომათა დარბაზში, DCFTA-ს საინფორმაციო ცენტრის თანამშრომლებმა მეწარმე სუბიექტებთან და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან საინფორმაციო ხასიათის შეხვედრა გამართეს.
მარტვილის მუნიციპალიტეტის გამგეობაში ადგილობრივი თვითმმართველობის მოხელეთა კვალიფიკაციის ამაღლების 2017 წლის გეგმის ფარგლებში, ტრეინინგი ჩატარდა.
ტყიბულისა და თერჯოლის გაერთიანებული ოლქის მაჟორიტარი დეპუტატი ელგუჯა გოცირიძე მოქალაქეებთან შეხვედრებს განაგრძობს.
ასპინძის მუნიციპალიტეტში ძირძველი მესხური ვაზის ჯიშები დაახლოებით 25 ჰექტარზე გაშენდა და პირველი მოსავლის მიღებას 2018 წელს ელოდებიან. როგორც ასპინძის გამგებელი ლევან ცაბაძე აცხადებს, მესხური ღვინო არა მარტო ქართულ, არამედ საერთაშორისო ბაზრებზეც გავა.
მესტიაში 29 ივლისს ფესტივალი „სვანეთობა 2017“ გაიმართა. ფესტივალმა რეგიონულ ფოლკლორულ ფესტივალ „ფუძეობა“-ს უმასპინძლა, რომლის ფარგლებშიც, მესტიის მუნიციპალიტეტის გამგეობის ცნობით, სეტის სკვერში ტრადიციული სვანური სამზარეულოსა და ხალხური რეწვის ნიმუშების გამოფენა მოეწყო.
ყაზბეგის მუნიციპალიტეტის სოფელ ყანობთან დღეს დილით მეწყერი ჩამოწვა. აღნიშნულ ინფორმაციას რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.
ადიგენის გამგეობის ცნობით, ღონისძიების ფარგლებში მოეწყო ჩემპიონატი მკლავჭიდში, ძალოსნობაში და ჭიდაობაში სხვადასხვა წონით კატეგორიაში და გაიმართა დოღი.
ფშავში, ვაჟა-ფშაველას მშობლიურ სოფელ ჩარგალში სახალხო დღესასწაული „ვაჟაობა" აღინიშნა. დუშეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის ცნობით, დღესასწაულის აღსანიშნავად, სხვადასხვა კულტურული და სპორტული ღონისძიებები, ხალხური რეწვის ნიმუშების გამოფენა-გაყიდვა, ტრადიციული დოღი, კონცერტი ადგილობრივი და მოწვეული ფოლკლორული ანსამბლების მონაწილეობით, გაიმართა.
მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ კურზუს ცენტრში მდებარე სტადიონზე გასახდელის სარემონტო სამუშაოები მიმდინარეობს. მარტვილის გამგეობის ცნობით, სამუშაოებზე, რომელიც ადგილობრივი მუნიციპალიტეტის დაფინანსებით ხორციელდება, 6 703 ლარი დაიხარჯება.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.